ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიევი და დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთი შეჭრისთვის საბაბის შექმნას ცდილობს


რუსეთის სამხედრო წვრთნები

კიევი და მისი დასავლელი მოკავშირეები შიშობენ, რომ რუსეთი ომის დასაწყებად, შესაძლოა საბაბის შექმნას ცდილობდეს.

უკრაინამ და პრორუსმა მეამბოხეებმა, ხუთშაბათის საარტილერიო დაბომბვის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ანგარიშები წარმოადგინეს, რომელთა დეტალების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება ვერ ხერხდება. ორივე მხარის ანგარიშები მიუთითებს იმაზე, რომ ინციდენტი უფრო სერიოზულია, ვიდრე ცეცხლის შეწყვეტის დარღვევა, რომელიც კონტაქტის ხაზზე რეგულარულად ხდება, აღმოსავლეთ უკრაინის დონბასის რეგიონში.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პრორუსულმა ძალებმა საბავშვო ბაღს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს, რასაც მან "დიდი პროვოკაცია" უწოდა. თავის მხრივ, კრემლმა განაცხადა, რომ მოსკოვი "სერიოზულად შეშფოთებულია" ესკალაციის შესახებ ცნობებით, მას შემდეგ რაც სეპარატისტებმა სამთავრობო ძალები, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მათ ტერიტორიაზე ოთხჯერ ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულეს.

"ანგარიშები დონბასში უკრაინის სავარაუდო არანორმალური სამხედრო აქტივობის შესახებ არის რუსეთის მთავრობის აშკარა მცდელობა, შექმნას შეჭრის საბაბის ფაბრიკაცია" - წერს სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი, ლიზ ტრასი.

ნატო "შეშფოთებულია იმით, რომ რუსეთი ცდილობს მოამზადოს საბაბი, უკრაინაზე შეიარაღებული თავდასხმისთვის. ჯერ კიდევ არ არის სიცხადე, არ არსებობს გარკვეული დარწმუნება რუსეთის განზრახვებში. მათ ჰყავთ საკმარისი ჯარი, აქვთ საკმარისი შესაძლებლობები, სრულმაშტაბიანი შეჭრის დასაწყებად. ეს ისაა, რაც ვითარებას ამდენად საშინლად აქცევს" - თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, მოსკოვმა უკვე გამოთქვა გაფრთხილება, რომ დონბასის ფრონტის ზოლთან დამატებითი უკრაინული ძალების კონცენტრაცია პროვოკაციების რისკს ქმნიდა. კიევმა უარყო რეგიონში დამატებითი ჯარების შეკრება.

რუსეთი კვლავ უარყოფს დასავლეთის ბრალდებებს იმის შესახებ, რომ მეზობელ უკრაინაში შეჭრას ცდილობს. დასავლეთი ამტკიცებს, რომ კრემლის განცხადების მიუხედავად, უკრაინის საზღვრებზე განლაგებული 150 000 ზე მეტი ჯარისკაციდან, მნიშვნელოვანი ძალების გაყვანა არ მიმხდარა. პირიქით, შეერთებული შტატების მტკიცებით, უკრაინის საზღვრებზე ათასობით რუსი ჯარისკაცი ჯერ კიდევ ჩადის.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG