ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოლინ კაპერნიკი NIKE-ის სარეკლამო კამპანიის სახე გახდა


სპორტსმენი კოლინ კაპერნიკი, რომელიც მსოფლიოს განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მაშინ მოექცა, როდესაც ამერიკის ეროვნული ჰიმნის მოსმენისას მუხლზე დაიჩოქა, სპორტული გიგანტის "ნაიკის" სარეკლამო კამპანიის სახე ხდება.

სან-ფრანცისკოს "49-იანების" ყოფილმა მოთამაშემ 2016 წელს პროტესტის მიზეზად ამერიკაში რასობრივი უთანასწორობა და პოლიციის სისასტიკე დაასახელა. იმ სეზონის შემდეგ მას არც-ერთ თამაშში აღარ მიუღია მონაწილეობა იმის გამო, რომ გუნდები მას კონტრაქტს აღარ სთავაზობენ. ახლა ის ფეხბურთის ეროვნულ ლიგას უჩივის და ცდილობს დაამტკიცოს, რომ ეს სწორედ მისი აქტივიზმის გამო ხდება.

კაპერნიკის მოულოდნელი ქმედების შემდეგ, მას ფეხბურთის ეროვნული ლიგის ათეულობით სპორტსმენმა მიბაძა.

"ნაიკი" თავის მხრივ ფეხბურთის ეროვნული ლიგის ოფიციალურ ფორმებს ქმნის. ლიგის ახალი სეზონი ხუთშაბათს იწყება.

"ნაიკის" კაპერნიკთან კონტრაქტის დეტალები არ გაუხმაურებია, მაგრამ "ასოშეიტედ პრესის" მიერ წყაროზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონტრაქტში საუბარია არაერთ სარეკლამო კამპანიაზე, რომელშიც კაპერნიკი მიიღებს მონაწილეობას, ასევე კაპერნიკის ტანსაცმლის საკუთარ ხაზსა და მის საქველმოქმედო შემოწირულობებზე კამპანიისთვის "იცოდე შენი უფლებები".

კაპერნიკმა ორშაბათს ფოტო გამოაქვეყნა "ტვიტერზე" - "ნაიკის" სლოგანით - "უბრალოდ გააკეთე ეს" ს და სიტყვებით - "გჯეროდეს. მაშინაც კი, თუ ეს ყველაფრის გაწირვას ნიშნავს".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG