ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიგერიაში ეკლესიასთან ბომბი აფეთქდა


2009 წლის შემდეგ ნიგერიაში თავდასხმებს 1500 ადამიანი ემსხვერპლა

ნიგერიის ხელისუფლების განცხადებით, თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალაქ კადუნაში ქრისტიანული ეკლესიის მახლობლად მანქანაში დამაგრებული ბომბი ააფეთქა, რამაც სულ ცოტა შვიდი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

აფეთქების შემდეგ ქუჩაში გამოსულმა მაჩეტებით შეიარაღებულმა განრისხებულმა ქრისტიანებმა ორი მუსულმანი მოკლეს.

ნიგერიაში ტერაქტებს ისლამისტური დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“ აწყობს. 2009 წლის შემდეგ ამ ორგანიზაცის მიერ მოწყობილ თავდასხმებში 1500 ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG