დღეს ნიუთაუნში სენდი ჰუკის დაწყებითი სკოლაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპული სამი ბავშვის დასაფლავების ცერემონია შედგა. 20 წლის ადამ ლანცამ 20 ბავშვი და 6 მასწავლებელი მოკლა, შემდეგ კი თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე.
მკვლელმა ჯერ დედამისი გამოასალმა სიცოცხლეს, შემდეგ მისი პისტოლეტებით და ავტომატით შეიარაღდა და სკოლისკენ გაემართა. ტრაგედიის ადგილზე პოლიციის მისვლისთანავე მან თავი მოიკლა.
გამოძიებისთვის დღემდე უცნობია ამ საშინელი ხოცვა-ჟლეტის მიზეზი.
ოთხშაბათს პრეზიდენტმა ობამამ კონგრესს მოუწოდა, განაახლოს ცეცხლსასროლ იარაღზე აკრძალვის კანონი. პრეზიდენტმა საკითხის განხილვა კანონმდებლებს კონექტიკუტის შტატის ტრაგედიდან ხუთი დღის შემდეგ მოსთხოვა.
ოთხშაბათს პრეზიდენტმა ობამამ კონგრესს მოუწოდა, განაახლოს ცეცხლსასროლ იარაღზე აკრძალვის კანონი. პრეზიდენტმა საკითხის განხილვა კანონმდებლებს კონექტიკუტის შტატის ტრაგედიდან ხუთი დღის შემდეგ მოსთხოვა.