ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს


დაწყებით სკოლაში ატეხილი სროლის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა

პრეზიდენტმა ობამამ საგანგებო პრესკონფერენციაზე გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. თავის ემოციურ სიტყვაში ობამამ აღნიშნა, რომ ის შეშფოთებულია მომხდარით და მისი რეაქცია უპირველეს ყოვლისა მშობლის რეაქციაა და არა პრეზიდენტის.
ტრაგედია დატრიალდა კონექტიკუტის შტატის ქალაქ ნიუტონში. შეიარაღებულმა ახალგაზრდა მამაკაცმა ცეცხლი გაუხსნა სკოლის თანამშრომლებს და მოსწავლეებს. დაიღუპა 26 ადამიანი, რომელთაგან უმრავლესობა ბავშვები იყვნენ.
სენდი ჰუკის დაწყებითი სკოლა ქალაქ ნიუ იორკიდან 130 კმ-ს მოშორებით მდებარეობს. შტატის პოლიციის ლეიტენანტმა ჟან პოლ ვენცმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ პირველი ზარი დილის ათის ნახევარზე გაკეთდა, რაზეც პოლიციამ მყისიერად მოახდინა რეაგირება. თუმცა ადგილზე მისვლისას აღმოჩნდა რომ 18 ბავშვი და 6 მასწავლებელი უკვე გარდაცვლილი იყო. თავად თავდამსხმელმა კი თავი მოიკლა.
XS
SM
MD
LG