ნიუ-იორკის გუბერნატორი, კეტი ჰოჩული ამბობს, რომ შესაძლოა ეროვნული გვარდიის წევრებმა და შტატს გარეთ მყოფმა სამედიცინო პერსონალმა ჩაანაცვლოს ის მედიკოსები, ვინც დიდი ალბათობით სამსახურს იმიტომ დაკარგავს, რომ აცრაზე უარს ამბობს. ექიმებს დღეს ეწურებათ ვადა და ყველას, ვინც აცრაზე უარს იტყვის, სამსახურიდან წასვლა მოუწევს.
გეგმის მიხედვით, რომელიც გუბერნატორს აქვს, საჭიროების შემთხვევაში, შტატში საგანგებო ვითარება გამოცხადდება და ეს მას უფლებას მისცემს, სავადმყოფოებში დაასაქმოს შტატს გარეთ მცხოვრები და პენსიაზე გასული მედიკოსები. ასე ის იმ დანაკლისს შეავსებს, რომელიც აუცრელი პერსონალის გათავისუფლებით შეიქმნება.
ჰოჩულის თქმით, შტატის მთავრობა, ასევე განიხილავს ეროვნული გვარდიის ოფიცრების სამედიცინო დატრენინგებას და მათ შესაბამის საავადმყოფოებში გადანაწილებას.
გუბერნატორის ოფისის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შტატში, მედიკოსების 16%, ანუ შტატის საავადმყოფოების 450,000 თანამშრომელი ჯერ არაა აცრილი, ან სრულად აცრილი.
გუბერნატორის ახალი გეგმა ვაქცინაციის პოპულარიზაციის ნაწილია. მოსახლეობაში აცრის მაჩვენებელმა იკლო, ამიტომ ადგილობრივი და ფედერალური მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამერიკელები აიცრან.
კვირას, გუბერნატორი ნიუ-იორკში წირვას დაესწრო და ქრისტიანებს მოუწოდა დახმარებოდნენ ვაქცინის პოპულარიაზაციაში.
Facebook Forum