ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს მეთაურების მთავარი საახალწლო გზავნილები


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ერისადმი გაკეთებულ საახალწლო მილოცვაში აღნიშნა, რომ 2018 წელი საქართველოსთვის განსაკუთრებულია, რადგან ქვეყანა სახელმწიფოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. გიორგი კვირიკაშვილმა მიულოცა ქართველებს ეს უმნიშვნელოვანესი თარიღი და ახალი შესაძლებლობების წელიწადი.

"გისურვებთ ისეთ ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც ყველა თქვენი იდეის განხორციელება შესაძლებელია; სადაც ყველანი ვუფრთხილდებით არსებულს და, ამავე დროს, საკუთარი ხელით ვქმნით ჩვენს მომავალს; სადაც ყველა ვაკეთებთ ჩვენს საყვარელ საქმეს და ყველას შეგვიძლია, ჩვენი ცოდნით და გამოცდილებით ვემსახუროთ ჩვენს საყვარელ ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს. ჩვენ სწორედ ასეთ საქართველოს ვაშენებთ"- განაცხადა პრემიერმა კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა 2018 წელი თავისუფლების წლად გამოაცხადა. მან მიმართვა საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის იმ დარბაზიდან გააკეთა, სადაც 100 წლის წინ საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნა გამოცხადდა.

მარგველაშვილმა განსაკუთრებით გამოყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა და აფხაზებთან და ოსებთან ერთად, ერთიანი სახელმწიფოს შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა. საქართველოს პრეზიდენტმა ასევე გაუსვა ხაზი ეფექტიანი განათლების სისტემის ჩამოყალიბებას და ახალგაზრდა თაობაში ერთმანეთის განსხვავებულობის მიღების მნიშვნელობას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG