ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი კანონი რუსეთში უცხოელებს ჯანმრთელობის შემოწმებას თხოვს


ახალი კანონი რუსეთში უცხოელებს ავალდებულებს ჯანმრთელობის შემოწმების გავლას ყოველ სამ თვეში, მათ შორის სექსუალურად გადამდებ დაავადებებზე შემოწმებას.

29 დეკემბრიდან, ყველა უცხოელმა, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, უნდა გაიაროს აივ ინფექციაზე, სიფილისზე, გონორეაზე, ტუბერკულოზზე და კოვიდ-19-ზეე შემოწმება, სხვა დაავადებებთან ერთად.

სისხლს ასევე შეამოწმებენ არალეგალური ნარკოტიკების შემცველობაზე და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მოუწევთ როგორც თითის ანაბეჭდების, ასევე სხვა ბიომეტრიული მონაცემების ჩაბარება. ზოგს კი რენტგენის და კოგნიტური ტომოგრაფიის გავლაც კი მოეთხოვება.

მათ, ვინც პროცედურას არ გაივლის, სამუშაო უფლებას ჩამოართმევენ. აღნიშნული კანონი არ შეეხებათ ბელარუსის მოქალაქეებს და 6 წლის ქვემოთ ბავშვებს. გამონაკლისს წარმოადგენენ ასევე დიპლომატები.

უცხოური ბიზნესები რუსეთში აცხადებენ, რომ ეს ახალი კანონი ქვეყნიდან მენეჯერების და ბიზნესის წარმომადგენლების წასვლას გამოიწვევს.

კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ეს შიშები უსაფუძვლოა, და რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიზანია უცხოური ბიზნესისთვის „კომფორტული პირობების შექმნა“. ჯანდაცვის სამინისტრომ ასევე მიანიშნა, რომ შესაძლოა შემოწმების გავლა ყოველ სამ თვეში არ იყოს საჭირო, მიუხედავად კანონში გაწერილი მოთხოვნისა.

კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ახალი კანონი, რუსეთის მთავრობას მისცემს შესაძლებლობას შეაგროვოს მონაცემები უცხოელებზე და ნეგატიურ გავლენას იქონიებს ქვეყნის ასიათასობით იმიგრანტ მუშახელზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG