ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰოლანდიაში MH17-ის ჩამოგდების საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარებს


"მალაიზიური ავიახაზების" თვითმფრინავის რეისის MH17-ის ჩამოგდების საქმეზე, ჰოლანდიაში დაუსწრებლად მიმდინარე ოთხი ეჭვმიტანილის სასამართლო პროცესი, კრიტიკულ ფაზაში შედის. ტრაგედიიდან შვიდი წლის თავზე და ოთხწლიანი საპროცედურო მოსმენების შემდეგ, მოსამართლემ განაცხადა, რომ ჰააგაში სასამართლო გადადის სამხილების განხილვის ეტაპზე.

MH17 ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურისკენ მიემართებოდა, როცა რუსეთში შექმნილი „ბუკის“ ტიპის "ზედაპირი-ჰაერის" კლასის რაკეტით აღმოსავლეთ უკრაინის ცაზე იქნა ჩამოგდებული. მომხდარს ბორტზე მყოფი 298 მგზავრისა და ეკიპაჟის წევრების სიცოცხლე ემსხვერპლა.

ინციდენტში ოთხ ეჭვმიტანილს შორის სამი რუსეთის მოქალაქე სერგეი დუბინსკი, ოლეგ პილატოვი და იგორ გირკინი არიან, ხოლო ერთი უკრაინის მოქალაქე ლეონიდ ხარჩენკოა. სასამართლოში მხოლოდ ერთი ეჭვმიტანილი, პულატოვია ადვოკატებით წარმოდგენილი. ყავს ადგილზე წარმოდგენილი ადვოკატები.

ეს ოთხი ადამიანი იქნა მიჩნეული აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებს შორის საქმის მთავარ ფიგურანტებად.

2018 წლის მაისში, საერთაშორისო გამოძიების შედეგად, დადგენილი იქნა, რომ რაკეტის გამშვები, რომლითაც თვითმფრინავი იქნა ჩამოგდებული, რუსეთის 53-ე ანტი-სარაკეტო ბრიგადას ეკუთვნოდა. სასამართლო პროცესი ოფიციალურად 2020 წლის მარტში დაიწყო.

ნიდერლანდების მთავრობა მომხდარში დამნაშავედ მოსკოვს მიიჩნევს. რუსეთი უარყოფს აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტში მონაწილეობას და თვითმფრინავის ჩამოგდების რამდენიმე ვერსიაზე საუბრობს, მათ შორის ბრალს კიევს დებს.

მომხდარმა საერთაშორისო შეშფოთება და რუსეთთან ურთიერთობების დაძაბვა გამოიწვია, განსაკუთრებით, ყირიმის ანექსიის და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის ფონზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG