ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი, სეპარატისტების საუბრის ჩანაწერები და პუტინის რეალური ძალაუფლება


ჰოლანდიის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებიც 2014 წელს ჩამოგდებული თვითმფრინავის, მალაიზიის ავიახაზების MH17-ის საქმეზე მუშაობენ, გასულ კვირას ის სატელეფონო ჩანაწერები გამოაქვეყნებს, რომელთა თანახმადაც რუსეთის ხელისუფლებასა და დონბასის პრო-კრემლისტურ ლიდერებს შორის კავშირი ნამდვილად იყო.

თუმცა, ვლადიმირ პუტინის ყოფილი მრჩევლებისა თუ დაახლოებული პირების, ისევე როგორც სხვა ანალიტიკოსების თქმით, ეს ჩანაწერები გარდა კავშირის არსებობისა, იმასაც ადასტურებს, რომ კრემლს უჭირდა სხვადასხვა ძალის - დონბასელი სეპარატისტების, პოლიტიკური ოპორტუნისტებისა და რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების ერთ პოზიციაზე შეთანხმება, რადგან ისინი თავად ებრძვიან ერთმანეთს პირველობისა და მეტი ძალაუფლებისთვის, ისევე როგორც სტრატეგიისა და ტაქტიკების თაობაზე.

ისინი ამბობენ, რომ კრემლი არ არის მარტივად და უპრობლემოდ მართული მანქანა, ვლადიმირ პუტინი კი არ არის ყოვლისმცოდნე, ყოვლისმხედველი და მმართველი "ცარი", ხელმწიფე, როგორც დასავლეთში ზოგს მიაჩნია. მიუხედავად პუტინის მცდელობისა და ძალისხმევისა, რომ ძალის დემონსტრირება მოახდინოს, მისი ავტორიტეტი და ძალაუფლება ხშირად გადაწყვეტილების მიღების პროცესში საკმაოდ შეზღუდულია იმასთან შედარებით, რაც დასავლეთში წარმოუდგენიათ.

ხელისუფლების ზოგიერთი წევრი ხშირად ნახევრად დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას იღებს იმისთვის, რომ ისინი ლიდერს ასიამოვნებენ. თუკი რაღაც ისე არ წარიმართება როგორც საჭიროა, ყოველთვის შეიძლება ითქვას, რომ ეს პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ იყო, ამბობს გლებ პავლოვსკი, მისი ყოფილი თანაშემწე.

მისი თქმით, წარმოდგენა, რომელიც დასავლეთში არსებობს, რომ ყველაფერი პუტინის ბრძანებით დ ამისი პირადი კონტროლით ხდება, მცდარია. პავლოვსკი პუტინის "პოლიტიკურ ტექნოლოგად" მუშაობდა 2012 წლამდე, სანამ ის მესამე ვადით პრეზიდენტობას გადაწყვეტდა. ის ამბობს, რომ კრემლში იმპროვიზაცია და ბლეფი იშვიათი არაა.

"ძალაუფლების ვერტიკალის" იდეა, რომელიც 20 წლის წინ შევქმენით, პროპაგანდისტული იყო და არც მაშინ შეესაბამებოდა სინამდვილეს და არც - ახლა", - უთხრა მან "ამერიკის ხმას". მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღების პროცესი ნაკლებად ფორმალურია და პუტინს ყოველთვის არ შეუძლია მიადევნოს თვალი რამდენად ზუსტად შესრულდა მისი ყველა მითითება. გარდა ამისა, შიდა წრეები უკიდურეს კონკურენციაში არიან ერთმანეთთან და ხშირად ეს ბევრ პროცესს ართულებს.

აუდიოჩანაწერები მოიცავს ვლადისლავ სურკოვის, პუტინის თანაშემწის, ასევე რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს, მათ შორის თავდაცვის მინისტრსა და რუსეთის "ეფ-ეს-ბე"-ს დირექტორს. სეპარატისტები ერთმანეთში სამხედრო დახმარების მიღების სკაითხს განიხილავენ, მათ შორის ღამის ხედვის ტექნოლოგიებისა. რუსეთის ხელისუფლების წევრებისგან კი არის საუბარი მოსკოვის მიერ მათი "საბრძოლო მზადყოფნის" გაძლიერებაზე.

ჰოლანდიელი გამომძიებლების თქმით, ეს ჩანაწერები სხვა მტკიცებულებებთან ერთად, აჩვენებს, როგორი იყო სამხედრო და ადმინისტრაციული იერარქია თვითმფრინავის ჩამოგდების ოპერაციისას. მათ შორის ვლინდება ისიც, რომ დონბასს მოსკოვმა მიაწოდა ის ანტისარაკეტო მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც აღმოსავლეთ უკრაინიდან მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ბორტზე მყოფი 298-ივე ადამიანი დაიღუპა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG