ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელში მიმდინარე ძალადობამ ნეთანიაჰუს შესაძლოა ძალაუფლებაში ყოფნა გაუხანგრძლივოს

ისრაელსა და პალესტინელებს შორის მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი და ისრაელის შიგნით არაბებსა და ებრაელებს შორის მიმდინარე დაპირისპირება, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პოზიციებს უმაგრებს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ისრაელი მთავრობის ჩამოყალიბებას კვლავ ვერ ახერხებს.

ნაფტალი ბენეტმა, ულტრამემარჯვენე „იამინა“ პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ უარს აცხადებს ცენტრისტულ და მემარცხენე პარტიებთან კოალიციაში შესვლაზე ახალი მთავრობის ჩამოსაყალიბებლად.

არჩევნების შემდგომი გარემო თითქმის უცვლელია - ნეთანიაჰუს კიდევ ერთხელ მიეცა მთავრობის შედგენის შანსი და მან ეს კიდევ ერთხელ ვერ შეძლო. ნეთანიაჰუს მოწინააღმდეგე მთავარ ბლოკს „იეშ ატიდ“, რომელსაც იაირ ლაპიდი ხელმძღვანელობს, 120-წევრიან ქნესეთში უმრავლესობის მოპოვების შანსი შეუმცირდა.

მოლაპარაკებიდან ბენეტის გათიშვა და მთავრობის ჩამოყალიბების შანსის დაკარგვა, კიდევ ერთი არჩევნების ჩატარების ალბათობას ქმნის. ეს ბოლო ორი წლის განმავლობაში მეხუთე არჩევნები იქნება.

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ლაპიდ-ბენეტის პარტნიორობის ჩამოშლა ნეთანიაჰუს დამატებით დროს აძლევს პოლიტიკური ნაბიჯების გადასადგმელად, რათა მან ძალაუფლება შეინარჩუნოს.

ლაპიდს სამი კვირა აქვს დარჩენილი კოალიციური მთავრობის შესაქმნელად. მისი ერთ-ერთი პირობა ის იყო, რომ ლაპიდი და ბენეტი პრემიერის პოსტზე როტაციის პრინციპით იმსახურებდნენ. მაგრამ იმისთვის, რომ ეს შეთანხმება შედგეს და მან უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვოს, მთავრობის ამ სახით დაკომპლექტებას, არაბი პარლამენტარების თანხმობა დასჭირდება. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ისრაელის არაბი უმცირესობა, რომელიც მოსახლეობის 21 პროცენტს შეადგენს, ასეთ მთავრობას მხარს არ დაუჭერს.

ღაზასა და ისრაელს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებას ისრაელის არაბ და ებრაელ მოსახლეობას შორის შიდა დაპირისპირებაც ერთვის. დაძაბულობამ ისეთ დონეს მიაღწია, რომ პრეზიდენტმა სამოქალაქო ომის ალბათობაც კი ახსენა.

ფოტოგალერეა - ესკალაცია ღაზის სექტორში

1/26
დანარჩენი სიახლეები Show less
2/26
დანარჩენი სიახლეები Show less
3/26
დანარჩენი სიახლეები Show less
4/26
დანარჩენი სიახლეები Show less
5/26
დანარჩენი სიახლეები Show less
6/26
დანარჩენი სიახლეები Show less
7/26
დანარჩენი სიახლეები Show less
8/26
დანარჩენი სიახლეები Show less
9/26
დანარჩენი სიახლეები Show less
10/26
დანარჩენი სიახლეები Show less
11/26
დანარჩენი სიახლეები Show less
12/26
დანარჩენი სიახლეები Show less
13/26
დანარჩენი სიახლეები Show less
14/26
დანარჩენი სიახლეები Show less
15/26
დანარჩენი სიახლეები Show less
16/26
დანარჩენი სიახლეები Show less
17/26
დანარჩენი სიახლეები Show less
18/26
დანარჩენი სიახლეები Show less
19/26
დანარჩენი სიახლეები Show less
20/26
დანარჩენი სიახლეები Show less
21/26
დანარჩენი სიახლეები Show less
22/26
დანარჩენი სიახლეები Show less
23/26
დანარჩენი სიახლეები Show less
24/26
დანარჩენი სიახლეები Show less
25/26
დანარჩენი სიახლეები Show less
26/26
დანარჩენი სიახლეები Show less
Previous slide
Next slide

This item is part of
XS
SM
MD
LG