ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნეო-ნაცისტს მუქარის შემცველი გზავნილებისთვის 7 წელი მიუსაჯეს


სამშაბათს შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ნეო-ნაცისტს, რომელიც სამ შტატში ჟურნალისტების და ებრაელი აქტივისტების დაშინების კამპანიას ეხმარებოდა.

სექტემბერში, ნაფიც მსაჯულთა კოლეგიამ კალებ კოლი დამნაშავედ ცნო ხუთ ეპიზოდში, რომელიც ვაშინგტონის, არიზონის და ფლორიდის შტატებში, ჟურნალისტებისთვის და ანტი-დეფამაციის ლიგის თანამშრომლებისთვის, სვასტიკა დართული პლაკატების გაგზავნას ეხებოდა. პლაკატებზე გაფრთხილება ეწერა, როგორიც იყო: „თქვენ ადგილობრივი ნაცისტები გეწვივნენ“, „თქვენს საქციელს შედეგები მოჰყვება“ და „ჩვენ გაკვირდებით“.

სიეტლის საოლქო ფედერალურმა მოსამართლემ, დაზარალებულების ჩვენებების მოსმენის შემდეგ, რომლებმაც მუდმივ შიშზე და მუქარის საპასუხოდ, სახლების ძვირადღირებული უსაფრთხოების სისტემების დაყენებაზე ისაუბრეს, ბრალდებულს ფედერალურ ციხეში პატიმრობა მიუსაჯა.

ამ საქმეზე სხვა ბრალდებულებისგან განსხვავებით, კოლს სინანული არ გამოუხატავს, რითაც შეიძლება აიხსნას მიზეზი, თუ მას სხვებთან შედარებით ორმაგზე უფრო ხანგრძლივი პატიმრობა რატომ მიუსაჯეს.

კოლი, რომელიც ბოლოს ტეხასის შტატის ქალაქ მონტგომერიში ცხოვრობდა, ლიდერობდა სიძულვილის ჯგუფს. მას და კიდევ ოთხ პირს, ბრალად მუქარის შემცველი კორესპონდენციის გაგზავნა და ფედერალური კანონით დაცული საქმიანობისთვის ხელის შეშლა ედებოდა.

XS
SM
MD
LG