ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანიაში 93 წლის საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილ მცველს ასამართლებენ


ორშაბათს, მოისმენენ პროკურორების ბოლო არგუმენტებს, ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკის 93 წლის ყოფილი მცველის წინააღმდეგ, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის დროს, 5 ათასზე მეტი ადამიანის მკვლელობაში თანამონაწილეობას აბრალებენ.

ბრუნო დეის საქმე, შესაძლოა ჯერ კიდევ ცოცხალი ნაცისტი მცველების წინააღმდეგ აღძრული საქმეებიდან ერთ-ერთი ბოლო აღმოჩნდეს. ბრუნო დეის 5230 ადამიანის მკვლელობაში თანამონაწილეობას აბრალებენ, როდესაც ის ქალაქ დანციგის (ახლანდელი პოლონეთის გდანსკი) სიახლოვეს, შტატჰოფის ბანაკში მცველად მუშაობდა.

ინვალიდის ეტლით სასამართლოს წინაშე წარმდგარმა დეიმ განაცხადა, რომ ბანაკში მომხდარის გამო თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

მისი დაცვა ამტკიცებდა, რომ 1944 წლის აგვისტოდან 1945 წლის აპრილამდე ბანაკში მუშაობამდე “ეს ეს”-ში ნებაყოფლობით არ შესულა და ბანაკში იმიტომ გაამწესეს, რომ გულის მდგომარეობის გამო, ფრონტის ხაზზე სამსახურისთვის დაიწუნეს.

დეის არასრულწლოვანთა სასამართლოში ასამართლებენ, რადგან ბანაკში სამსახურის დროს მისი ასაკი 17-დან 18 წლამდე იყო.

დეიმ განაცხადა: “მაშინ რაც მოხდა, იმაში დამნაშავე არ ვარ. მცველად დგომის გარდა არავითარი წვლილი არ შემიტანია, მაგრამ იძულებული ვიყავი ეს მეკეთებინა, ბრძანება იყო.”

დეი პროკურორების სამიზნე 2011 წლის სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ გახდა, როდესაც “სობიბორის” ბანაკის მცველის, ჯონ დემიანიუკის წინააღმდეგ გადაწყვეტილება იმის საფუძველზე გამოიტანეს, რომ ის ნაცისტური სიკვდილის მანქანის ნაწილი იყო.

მას შემდეგ, გერმანია“ეს ეს”-ის ჯერ კიდევ ცოცხალი წევრების გასამართლებას სწორედ ამის და არა ინდივიდუალურ ბრალდებულებთან დაკავშირებული მკვლელობების და სისასტიკის საფუძველზე ჩქარობდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG