ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ჯოჯოხეთის კარიბჭე" - აუშვიცის გათავისუფლების 75 წელი 


ჯოჯოხეთი დედამიწაზე - ასე ეძახიან აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკს ის ადამიანები, რომლებიც სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ. ასეთი კი 200 ადამიანია, რომლებიც წელს ბანაკის ტერიტორიაზე რამდენიმე საათით დაბრუნდნენ და ტერიტორია დაათვალიერეს.

აუშვიცის ბანაკის გათავისუფლების 75-ე წლისთავი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:03 0:00

აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკი პოლონეთში მდებარეობს, დღეს ამ ტერიტორიაზე მუზეუმია განთავსებული, რომელსაც ყოველწლიურად ათასობით ადამიანი სტუმრობს. დღეს ზუსტად 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკი ნაცისტებისგან გაათავისუფლეს.

ბოლო მონაცემებით, გერმანელებმა აუშვიცის ბანაკში 1 100 000 ადამიანი მოკლეს. მათ შორის ყველაზე ბევრი ებრაელი იყო. გადარჩენილები იხსენებენ, რომ ტერიტორიაზე ებრაელები მატარებლებით ჩაყავდათ და ისინი პირდაპირ გადაყავდათ ბანაკის „საბოლოო გამოსავლის“ ნაწილში, რომელიც ებრაელი რასის განადგურებას ისახავდა მიზნად.

ბანაკის ტერიტორიაზე შეყვანილ სხვა პატიმრებს რეგისტრაციის გავლა უწევდათ. მათ ხდიდნენ სამოქალაქო ტანსაცმელს, პარსავდნენ წვერს, ჭრიდნენ თმას და ციხის ფორმას აცმევდნენ. ამის შემდეგ კი მათ ნომრავდნენ. იმ შემთხვევაში, თუ პატიმარი ძალიან სუსტი იყო, რეგისტრატორები მას გაზის კამერაში უშვებდნენ, ხოლო ძლიერებს მძიმე სამუშაოს კეთებას აიძულებდნენ.

შემდეგ კვირაში, პოლონეთი, სადაც აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკი მდებარეობს, 1945 წელს, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების მიერ ბანაკის გათავისუფლების აღსანიშნავ ცერემონიებს გამართავს.

გასულ კვირას ჰოლოკოსტის მსოფლიო ფორუმზე ათობით მსოფლიო ლიდერი შეიკრიბა ისრაელში. ნაცისტურმა გერმანიამ, ჰოლოკოსტის დროს ექვსი მილიონი ებრაელი გაანადგურა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG