ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზაზა ფაჩულიას გუნდი “გოლდენ სტეიტ უორიორსი” ამერიკის ჩემპიონია


ამერიკულმა გუნდმა “გოლდენ სტეიტ უორიორსმა” კალათბურთის ეროვნული ასოციაციის (NBA) ჩემპიონატი ბოლო სამი წლის მანძილზე მეორედ მოიგო. ორშაბათს, გვიან საღამოს დასრულებულ მეხუთე ფინალურ მატჩზე, წამყვანმა კალათბურთელმა კევინ დურანტმა საკუთარ გუნდს 39 ქულა მოუტანა. ის ფინალების საუკეთესო, ყველაზე ღირებულ მოთამაშედ დაასახელეს.

“გოლდენ სტეიტ უორიორსმა” ანგარიშით 129-120 “კლივლენდის კავალერებს” მოუგო. გამარჯვებულ გუნდში ქართველი კალათბურთელი, ზაზა ფაჩულიაც თამაშობდა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქართველი სპორტსმენი ამერიკის ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი გახდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG