ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ნეივი იარდის" ბაზის ინციდენტის ახალი დეტალები


თავდასხმაში ეჭვმიტანილმა არონ ალექსისმა თავდასხმამდე საავადმყოფოს ფსიქიური პრობლემების გამო მიმართა

ცნობილი ხდება ახალი დეტალები ამერიკის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე ორშაბათს განხორციელებული თავდასხმის საქმეში. ორშაბათს სისხლიან თავდასხმას თორმეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ხელისუფლების ცნობით, თავდასხმელმა, არონ ალექსისმა თავდასხმამდე რამდენიმე ხნით ადრე ვაშინგტონის საავადმყოფოს ფსიქიური პრობლემების გამო მკურნალობისთვის მიმართა.

აგვისტოში, იგი როდ აილენდის შტატის ქალაქ ნიუპორტშიპოლიციასთან საუბრისას ჩიოდა, რომ სასტუმროში მას ადამიანები კედლებიდან და ჭერიდან ელაპარაკებოდნენ და ისინი მას ვიბრაციურლი სიგნალების გადაცემით ძილის საშუალებას არ აძლევდნენ.

გუშინ, პრეზიდენტმა ობამამ ესპარუნენოვან ტელეარხხ-ტელემუნდოსთან ინტერვიუში კონგრესს იარაღის ტარების კონტროლის ახალი ზომების მიღებისკენ მოუწოდა, რაც ფსიქიურად ავადმყოფი ადამიანების მიერ იარაღზე ხელმისაწვდომობას გამორიცხავს

"ის ფაქტი, რომ იარაღის მფლობელთა კრიმანლურ მონაცმებს საგულდაგულოდ არ ვამოწმებთ, ამის გამო მსგავსი თავდასხმების დროს უფრო სუსტ პოზიციაში ვართ. მე მაშფოთებს ეს ვითარება, რომელიც თითქმის 3-4 თვეში ერთხელ მეორდება. ამ საზარელი მკვლელობების ფონზე, ელემენტარული ნაბიჯების გადადგმა არ გვსურს ვითარების შესაცვლელად." განაცხადა პრეზიდენტმა
XS
SM
MD
LG