ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა მოხდა"ნეივი იარდის" ბაზაზე?


პოლიციამ ჯერჯერობით ვერ დაადგინა მოტივი, რის საფუძველზეც არონ ალექსისმა დანაშაული ჩაიდინა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:47 0:00
ბმული

პოლიციის განცხადებით, ვაშინგტონში საზღვაო ძალების სისტემების სარდლობის შტატბბინის ტერიტორიაზე სროლის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა რამდენიმე. დაჭრილებს შორის ერთი პოლიციის ოფიცერია. ინციდენტის ინიციატორი შეერთებული შტატების საზღვაო ძალების მოსამსახურე 34 წლის არონ ალექსისია, რომელიც ადრე ვაშინგტონის სამხედრო ბაზაზე სამოქალაქო თანამშრომლად მუშაობდა.

"ნეივი იარდის" ბაზაზე ინციდენტის ზოგიერთი მსხვერპლი ბაზაზე მდებარე ერთერთი შენობის სახურავიდან ვეტმფრენით აიყვანეს. სამხედრო ბაზაზე სულ 3000 ადამიანი მსახურობს. დაღუპულების უმეტესობა ბაზაზე სამხედრო განკარგულების საფუძველზე იმყოფებოდა. თვითმხილველთა განცხადებით, შეიარაღებული მამაკაცი მათ თავიდანვე შეამჩნიეს:

„ დერეფნის ბოლოს იდგა, სახეს ვერ ვხედავდით, მაგრამ დავინახეთ როგორ დაგვიმიზნა ავტომატი და ჩვენი მიმართულებით ცეცხლი გახსნა.“

„მესმოდა სროლა,შემდეგ გაჩერდა, ჩვენც ამ დროს გამოვიქეცით. სულ შვიდი გასროლა დავაფიქსირე.“

პოლიციის განცხადებით, ინტენსიური ძებნის შემდეგ პოლიციამ შეიარაღებულ მამაკაცს ცეცხლი გაუხსნა. ვაშინგტონის პოლიციის შეფის კეტი ლენიერის განცხადებით:

„ჩვენ მსროლელთა ჯგუფი შენობის შიგნითაც გვყავს. ისინი გადანაწილდნენ და მკვლელის ლიკვიდაცია შეძლეს.“

თეთრი სახლიდან პრეზიდენტმა ობამამ დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა:

„ჩვენ მათ გვერდზე ვდგავართ. სიყვარული და თანადგომობა მათთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია.“

პოლიციამ ჯერჯერობით ვერ დაადგინა მოტივი, რამაც მკვლელი აიძულა მსგავსი დანაშაული ჩაედინა. პოლიციის სწრაფი რეაქცია რომ არა, არონ ალექსისი უფრო მეტ ადამიანს გამოასალმებდა სიცოცხლეს.
XS
SM
MD
LG