ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა ხდებოდა თავდასხმის დროს ვაშინგტონში?


People hold their hands to their heads as they are escorted out of the building where a deadly shooting rampage occurred at the Washington Navy Yard, Sept. 16, 2013.
People hold their hands to their heads as they are escorted out of the building where a deadly shooting rampage occurred at the Washington Navy Yard, Sept. 16, 2013.
"ნეივი იარდში", სადაც სამხედრო-საზღვაო სამეთაურო შტაბია განლაგებული ჩვეული სამუშაო დღე იწყებოდა. თავდასხმაზე, რომელიც დილას ადრიანად მოხდა, სასწრაფო დახმარების მანქანებმა, და პოლიციამ პირველი რეაგირება გააკეთა. პოლიცია ამ წუთებამდე თავდასხმის ორგანიზებაში ეჭვმიტანილებს ეძებს. ინციდენტის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 13-ს აღწევს.

ქალაქის მერი ვინსენტ გრეი ამბობს, რომ ხელისუფლება ბოროტმოქმედებს ეძებს და რომ ამ ეტაპზე უცნობია შესაძლო მოტივების შესახებ.

თავდასხმის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. თეთრ სახლში გაკეთებული მიმართვისას მან მომხდარს წარმოუდგენელი მასშტაბის ძალადობა უწოდა, თავდასხმა დაგმო და დაღუპულები პატრიოტებად მოიხსენია.

"ნეივი იარდში" მომხდარი თავდასხმა ტეხასში ნიდალ ჰასანის მიერ სამხედრო ბაზაზე განხორციელებული მკვლელობის შემდეგ სამხედრო ობიექტზე მომხდარი ყველაზე მასშტაბური ინციდენტია.
XS
SM
MD
LG