შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები ადასტურებს, რომ ვაშინგტონში, საზღვაო ძალების სისტემების სარდლობის შტაბბინის ტერიტორიაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. არიან დაღუპულები და დაჭრილებიც. დაუზუსტებელი ცნობით, დაღუპულთა რაოდენობა 12-ს აღწევს.
საზღვაო ფლოტის ცნობით, ერთ-ერთი თავდამსხმელი მოკლულია. ვაშინგტონის პოლიციის შეფმა მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ თავდასხმაში სავარაუდოდ კიდევ 2 ადამიანი მონაწილეობდა. მათი ძებნა გრძელდება. სროლების ხმა საზღვაო ძალების სამმართველოს შტაბბინასთან, რომელიც კაპიტოლიუმის შენობიდან დაახლოებით 2 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს, ორშაბათს ადრე დილით გაისმა. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციის მანქანები და პერსონალია მობილიზებული. ჯერჯერობით თავდამსხმელთა მოტივის შესახებ არაფერია ცნობილი.