ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში ნავალნის წინააღმდეგ კიდევ ერთი სასამართლო პროცესი დაიწყო


რუსეთის სასამართლომ ნავალნის წინააღმდეგ კიდევ ერთი პროცესი დაიწყო, რომელიც „ტვიტერზე“ მის მიერ კრემლის მხარდამჭერ ვიდეოზე გაკეთებული კომენტარებს უკავშირდება. ნავალნის ცილისწამებას ედავებიან.

ნავალნის მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის წინააღმდეგ ცილისწამებას სდებენ ბრალად, რომელმაც გასული წლის საკონსტიტუციო ცვლილების მხარდამჭერ ვიდეოში მიიღო მონაწილეობა. საკონსტიტუციო რეფერენდუმით პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინმა საკუთარ თავს მისცა შესაძლებლობა ხელისუფლებაში 2036 წლამდე დარჩეს.

რუსი ოპოზიციონერი, 5 თებერვალს სასამართლო მოსმენას დაესწრო. 2020 წლის ივნისში მან ვეტერანს „ქვეყნის სირცხვილი“ და „გამყიდველი“ უწოდა „ტვიტერზე“.

ახალი სასამართლო მოსმენა მას შემდეგ იმართება, რაც კრემლის კრიტიკოსს სხვა საქმეზე სასამართლომ პირობითი სასჯელი სამწელნახევრიანი პატიმრობით შეუცვალა. ნავალნის, სასამართლო გადაწყვეტილებით, ციხეში 2 წლის და 8 თვის გატარება მოუწევს. სასჯელის ნაწილი მან შინაპატიმრობისას მოიხადა.

ნავალნის ვერდიქტს რუსეთში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. გადაწყვეტილება დაგმეს ასევე დასავლეთის ქვეყნებმა. შეერთებულმა შტატებმა რუსეთს მოუწოდა ნავალნი „დაუყოვნებლივ და უპირობოდ“ გაათავისუფლოს. საპროტესტო გამოსვლებზე 10,000 მეტი დემონსტრანტი დააკავეს.

„ბატონ ნავალნის, როგორც ყველა რუსეთის მოქალაქეს, აქვს უფლებები რუსეთის კონსტიტუციით. ის მიზანში კორუფციის გამოაშკარავების გამო ამოიღეს“, - თქვა ბაიდენმა მის პირველ საგარეო პოლიტიკურ მიმართვაში, სახელმწიფო დეპარტამენტში გამოსვლისას. მან განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ გეგმავს „შეეგუოს“ ადამიანის უფლებების დარღვევებს და სხვა ქმედებებს, რაც ამერიკის ინტერესებს ვნებს.

სასამართლო პროცესის ფონზე ქვეყანას ევროკავშირის წამყვანი დიპლომატი ჯოზეფ ბორელი სტუმრობს. ბორელი რუს კოლეგას სერგეი ლავროვს შეხვდა. საერთო პრესკონფერენციაზე საუბრისას მან განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს გადასცა ევროკავშირის შეშფოთება ნავალნის საქმესთან დაკავშირებით და მოუწოდა მისი გათავისუფლებისკენ.

"მაშინ როცა ჩვენ სრულიად ვაფასებთ რუსეთის სუვერენიტეტს... ევროკავშირისთვის საკითხები, რომლებიც კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს, სამოქალაქო საზოგადოებას და პოლიტიკურ თავისუფლებებს უკავშირდება ჩვენი საერთო მომავლისთვის კრიტიკულია", - განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.

ლავროვმა კი ევროკავშირის მიერ მიღებული სანქციები გააკრიტიკა და ევროკავშირს "არასანდო პარტნიორი" უწოდა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 22 თებერვალს გეგმავენ შეხვედრას და საპასუხო ქმედებების განხილვას, თუ იქამდე მოსკოვი ნავალნის არ გაათავისუფლებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG