ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი ნატოს გადაწყვეტილების გადახედვას სთხოვს


რუსეთის თვითმფრინავი სირიის თავზე

რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის დემონტაჟის შეჩერების მოწოდება რუსეთის თვითმფრინავების მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის არაერთი დარღვევის ფონზე ხდება.

თურქეთი ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს გადაწყვეტილების გადახედვას სთხოვს და ამ თემაზე ალიანსის პარტნიორებთან მოლაპარაკებებს მართავს. ნატო სირიის საზღვართან თურქეთის მხარეს განლაგებული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების „პატრიოტის“ დემონტაჟს ამ წლის ბოლომდე გეგმავს.

ანკარის მოწოდება რუსეთის თვითმფრინავების მიერ ბოლო დღეებში მომხდარი თურქეთის საჰაერო სივრცის არაერთი დარღვევის ფონზე ხდება. აღნიშნული განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

XS
SM
MD
LG