ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატო: რუსეთი უკრაინის დონბასის დასაპყრობად ემზადება


stoltenberg

სამშაბათს, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ სავარაუდოდ შემდეგ რამდენიმე კვირაში, რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონ დონბასში ახალ შეტევას წამოიწყებს. მან იქვე დაამატა, რომ მოკავშირეებს უკრაინის სამხედროების დახმარების დრო ჰქონდათ.

სტოლტენბერგმა თქვა, რომ რუსეთი „ძალიან კონცენტრირებულ“ იერიშს გეგმავს. „ახლა ვხედავთ (რუსული) ჯარის მნიშვნელოვან გადაადგილებას, რომელიც კიევს შორდება რათა მოახდინოს გადაჯგუფება, გადაიარაღება, მარაგების შევსება და ფოკუსის აღმოსავლეთზე გადართვა“, თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგმა თქვა, რომ რუსეთი შეეცდება მთელი დონბასი ხელში ჩაიგდოს და ოკუპირებულ ყირიმზე სახმელეთო გასასვლელი მოიპოვოს. მისი კომენტარები, როგორც ჩანს ადასტურებს რუსეთის მიერ მარტის ბოლოს გაკეთებულ განცხადებებს, რომ ის ყურადღების გადართვას „დონბასის სრულ გათავისუფლებაზე“ ახდენს.

ნატოს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ ეს რუსეთის შეჭრის ახალი, გადამწყვეტი ფაზა იქნება. მან დაამატა, რომ რუსეთის ძალების გადაჯგუფებას გარკვეული დრო დასჭირდება და უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდში ნატოს მოკავშირეებმა უკრაინას დახმარება მიაწოდონ.

ოთხშაბათს ნატოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ როგორ გაგზავნონ უკრაინაში მეტი ანტი-სატანკო იარაღი, ტყვია-წამალი და სამედიცინო მარაგები.

მოსალოდნელია, რომ ბრიუსელში ორ დღიან შეხვედრას, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება დაესწრება.

XS
SM
MD
LG