ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის ტაქტიკა რუსეთს აფერხებს და რუსი ჯარისკაცების დემორალიზაციას იწვევს


დასავლეთის თავდაცვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ უკრაინა მეამბოხური ომის სამხედრო ტაქტიკას რუსეთის შეჭრის ჩაშლის მიზნით წარმატებით იყენებს. ამის ერთ-ერთი მაგალითი კიევის ჩრდილო-დასავლეთით და აღმოსავლეთით მდებარე გარეუბნებიდან რუსეთის არმიის უკან დახევა არის.

სამხედრო ანალიტიკოსების თქმით, რუსული ძალების წინააღმდეგ იერიშების მიტანა საკონტაქტო ხაზების უკან და ხშირად ღამით, ყველაზე ეფექტური საველე ტაქტიკაა. ამას ემატება ლოჯისტიკურ შეცდომები, რომლებსაც რუსები უკვე 4 კვირაა უშვებენ და გამოსწორებას ვერ ახერხებენ. სამხედრო ექსპერტების აზრით, ეს ტაქტიკა ასევე იწვევს რუსეთის ჯარისკაცების დემორალიზებას.

„ისინი უზარმაზარ საქმეს აკეთებენ“, - თქვა პოლკოვნიკმა ჯონ ბარანკომ, ატლანტიკური საბჭოდან.

”უკრაინელებმა შექმნეს ძალიან კომპეტენტური ჯარი, რომელსაც მცირე დანაყოფების დონეზე კარგი მეთაურები ჰყავს. ამასთან, ისინი მოტივირებულები არიან მათ ქვეყანაშ შეჭრილი რუსული ჯარის წინააღმდეგ ბრძოლისთვის“.

ექსპერტები ასევე ამბობენ, რომ რუსეთმა არასწორად გათვალა უკრაინის სახმელეთო ძალების გამძლეობა და შესაძლებლობები და მტკიცე თავდადება, რომელსაც უკრაინელები საკუთარი ქვეყნის დასაცავად იჩენენ.

უკრაინის ჯარის შესაძლებლობებზე საუბრობს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროც.

ბრიტანეთის თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა, პარასკევს, ასევე დაადასტურეს, რომ უკრაინამ ხელახლა დაიკავა ქალაქები კიევის აღმოსავლეთით. „უკრაინის კონტრშეტევებმა და რუსეთის ძალების უკან დახევამ, უკრაინას მისცა საშუალება დაეკავებინა ქალაქები და თავდაცვითი პოზიციები კიევის აღმოსავლეთით 35 კილომეტრამდე“, - ნათქვამია დაზვერვის საჯარო ინფორმაციაში.

„უკრაინის სამხრეთით, რუსული ძალები კვლავ ცდილობენ მიკოლაივის გვერდის ავლას, რადგან ისინი ოდესისკენ მიიწევენ დასავლეთისკენ. მათი გადაადგილება შენელებულია ლოგისტიკური საკითხებით და უკრაინის წინააღმდეგობით“, აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.

XS
SM
MD
LG