ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლვივი ფრთოსანი რაკეტებით დაიბომბა, აცხადებს კრემლი


მეხანძრეები ლვოვში ფრთოსანი რაკეტებით აფეთქებულ საწვავის ობიექტზე ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ
მეხანძრეები ლვოვში ფრთოსანი რაკეტებით აფეთქებულ საწვავის ობიექტზე ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ

რუსეთმა სამხედრო სამიზნეები დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვში მაღალი დამიზნების ფრთოსანი რაკეტებით დაბომბა. განცხადება კვირას რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გააკეთა. კრემლი უკრაინაზე განხორციელებულ სრულმასშტაბიან თავდასხმას კვლავ "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს.

რუსეთის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი სამიზნე საწვავის მარაგის ობიექტი იყო, რომელსაც უკრაინის არმია იყენებს. შორი დამიზნების ფრთსოსანი რაკეტები ასევე მოხვდა რამდენიმე ობიექტს, მათ შორის მას, რომელსაც უკრაინა სარაკეტო თავდაცვის სისტემების შესაკეთებლად იყენებს, ასევე რადარების სადგურს და ადგილს, სადაც უკრაინული ტანკები იდგა - აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროც ამბობს, რომ რუსეთმა დაიწყო უკრაინის საწვავის და საკვების მარაგის მიზაანში ამოღება. განცხადება კვირას შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ვადიმ დენიშენკომ გააკეთა.

რუსეთის არმია უკრაინულ ქალაქებზე იერიშის მიტანას აგრძელებს. შაბათს რუსულმა ძალებმა აიღეს ქალაქი სლავუტიჩი, სადაც ჩერნობილის ატომური სადგურის მუშები ცხოვრობენ. თავად ჩერნობილი რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ორიოდ კვირის წინ დაიპყრეს.

დღეს შეტაკებები გაგრძელდა ქალაქ მარიუპოლში. აზოვის ზღვის საპორტო ქალაქი უკვე რამდენიმე კვირაა რუსული ჯარის და რუსეთის მიერ კონტროლირებული სეპარატისტული ძალების მიერ ალყაშია მოქცეული. კიევის ცნობით, ბრძოლები ახლა მარიუპოლის ცენტრში მიმდინარეობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG