ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ესტონეთმა და ლატვიამ რუსეთის ელჩებს ქვეყნების დატოვება უბრძანა


რუსეთის საელჩოს შენობა ტალინში.

ნატოსა და ევროკავშირის წევრებმა ესტონეთმა და ლატვიამ რუსეთის ელჩებს ქვეყნის დატოვების ბრძანება მისცეს მას შემდეგ, რაც მოსკოვმა განაცხადა, რომ ესტონეტთან დიპლომატიური ურთიერთობებს ამცირებს. მოსკოვმა, ტალინი „სრულ რუსოფობიაში“ დაადანაშაულა.

ესტონეთი, ლატვია და ლიეტვუა, ნატოს მოკავშირების იმ ჯგუფს წარმოადგენენ, რომელიც გერმანიას მოუწოდებს უკრაინას „ლეოპარდის“ ტიპის ტანკები მიაწოდოს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მან ესტონეთის წარმომადგენელს უთხრა, რომ ქვეყანა მომავალ თვეში უნდა დატოვოს და ორივე ქვეყანა, ერთმანეთის დედაქალაქში არა ელჩის, არამედ მოვალეობის შემსრულებლის დონეზე იქნება წარმოდგენილი.

სერგეი ლავრვის განცხადებას ესტონეთმა იდენტური ნაბიჯით უპასუხა. საგარეო საქმეთა მინისტრის, ურმას რეინსალუს განცხადებით, რუსეთის ეჩმა ქვეყანა 7 თებერვლამდე უნდა დატოვოს.

„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდააჭერას, რამდენადაც რუსეთის მართომასშტაბიან თავდასხმებს გეგმავს. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ თანამოაზრე ქვეყნებს, გაზარდონ უკრაინის მხარდაჭერა“ - განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ესტონეთთან სოლიდარობის ნიშნად, ლატვიამ რუსეთის ელჩს განუცხადა, რომ ქვეყანა 27 თებერვლამდე უნდა დატოვოს. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩმა, ამის შესახებ „ტვიტერზე“ დაწერა. ორივე ქვეყანამ განაცხადა, რომ რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობას, მოვალეობის შემსრულებლის დონეზე აქვეითებს.

ლიეტვუამ, რუსეთის წარმომადგენელი აპრილში გააძევა და დიპლომატიური წარმომადგენლობის დონე შეამცირა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც უკრაინამ რუსეთს ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ მკვლელობაში დასდო ბრალი.

XS
SM
MD
LG