ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა-ნატოს ერთობლივი რაკეტსაწინაღო სისტემა


ამერიკა-ნატოს ერთობლივი რაკეტსაწინაღო სისტემა

ნატოს, რაკეტსაწინაღო თავდაცვითი სისტემის განლაგების გეგმების გამო რუსეთთან გაჩენილი დაპირისპირების გადალახვის იმედი აქვს.

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს ბრიუსელში ორ დღიანი მოლაპარაკებები გახსნეს. შეხვედრისას აქცენტი კეთდება ორგანიზაციის გეგმებზე-ევროპაში ამერიკა-ნატოს ერთობლივი რაკეტსაწინაღო სისტემა განალაგოს.

ამერიკისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშული სისტემა ირანიდან მომავალი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით იქმნება, თუმცა რუსეთი ამ ფარს საფრთხედ აღიქვამს.

ნატოს ლიდერები ამ საკითხზე ხვალ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს სერგეი ლავროვს შეხვდებიან.

XS
SM
MD
LG