ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატო და რუსეთი ვერ თანხმდებიან


ნატო და რუსეთი ვერ თანხმდებიან
ნატო და რუსეთი ვერ თანხმდებიან

სერგეი ლავროვის არ იზიარებს მოსაზრებას, რომ სარაკეტო სისტემა ირანიდან მომავალი საფრთხეების აღკვეთას ისახავს მიზნად

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისა და რუსეთის წარმომადგენლები ვერ შეთანხმდნენ ალიანსის გეგმის შესახებ- ევროპაში რაკეტსაწინაღო თავდაცვითი ფარის განლაგების თაობაზე.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა და ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადეს, რომ რუსეთს შეშფოთების არანაირი მიზეზი არ აქვს.

გუშინდელ პრეს კონფერენციაზე ჰილარი კლინტონმა განაცხადა:

„რაკეტსაწინაღო თავდაცვითი ფარი არ იმოქმედებს რუსეთთან ჩვენს სტრატეგიულ ბალანსზე და ამან არც რუსეთის მხრიდან სამხედრო სფეროში კონტრ ზომების განხორციელება უნდა მოიტანოს შედეგად. ამასთან ერთად, ნატოს არცერთი წევრი ალიანსის არა-წევრ ქვეყნებს არ მისცემს ვეტოს უფლებას იმ გადაწყვეტილებებზე, რომელთა საშუალებით ნატო ყველაზე მნიშვნელოვანი საფთხეებისგან თავდაცვას ისახავს მიზნად.“

ამ არგუმენტმა ვერ მოახერხა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის დარწმუნება, რომელიც ასევე არ იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ სარაკეტო სისტემა ირანიდან მომავალი საფრთხეების აღკვეთას ისახავს მიზნად. ლავროვმა, ამასთან, დასძინა, რომ რუსეთი ნატოს მიერ რაკეტსაწინაღო ფარის განლაგებას ალიანსის მოსაზღვრე ქვეყნებში რაკეტების დამონტაჟებით უპასუხებს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ალიანსი ყურადღებით უსმენს პარტნიორი ქვეყნის-რუსეთის მოსაზრებებს და მათ სერიოზულად ეკიდება.

XS
SM
MD
LG