ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

Freedom House: ივანიშვილის პოლიტიკური ვენდეტა ქართულ პოლიტიკას ბუნდოვანს ხდის


ფოტო "ფრიდომ ჰაუსის" 2018 წლის ანგარიშიდან

“ლიბერალიზმთან დაპირისპირება“ ასე ჰქვია საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ წლევანდელ ანგარიშს. ყოველწლიური ანგარიში უკვე 23 წელია გარდამავალ ეტაპზე მყოფ ქვეყნებში დემოკრატიის მდგომარეობას იკვლევს.

ანგარიში ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, ბალკანეთსა და ევრაზიის რეგიონს მოიცავს.

2018 წელს ქვეყნებმა ყველაზე დიდი უკუსვლა განიცადეს. 29 შესწავლილი ქვეყნიდან 19-ში დემოკრატიის მაჩვენებელი გაუარესდა. უკვე მეორე წელია იზრდება კონსოლიდირებული ავტოკრატიების რიცხვი.

საქართველო

4.68 ქულით საქართველო მეცხრამეტე ადგილზეა და გარდამავალი ქვეყნების ჯგუფში რჩევბა. ჯგუფს ასევე უწოდებენ „ჰიბრიდული რეჟიმების“ ჯგუფს. მცირე უკუსვლაა დემოკრატიის ქულაში, რომელიც წელს 4.68-ს შეადგენს, ბოლო ორი წლის განმავლობაში კი 4.61 იყო. ანგარიშში ქვეყნები 1-დან 7 ქულამდე არიან შეფასებულნი, სადაც 1 საუკეთესო მაჩვენებელია, 7 კი ყველაზე მძიმე.

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ევროპაში არსებული უკუსვლის ფონზე გასაკვირი არ არის, რომ „უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და ყირგიზეთი ავტორიტარიზმის რისკის წინაშე დგანან“.

ანგარიშის მიხედვით, რეგიონის ბევრ ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურები არჩევეულ თანამდებობებზე არ არიან და მათ ყოფილ სტატუსებს იყენებენ.

„არაფორმალური მმართველობა: კაცები ფარდებს მიღმა“ ასე ჰქვია ანგარიშის იმ ნაწილს, სადაც საქართველო და ბიძინა ივანიშვილია ნახსენები.

ანგარიშში ვკითხულობთ: „მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი 2014 წელს დატოვა, მაგრამ ის კონტროლს ინარჩუნებს მმართველ „ქართული ოცნების“ პარტიაზე, რომელიც მისი კერძო კომპანიების თანამშრომლებითაა დაკომპლექტებული. ივანიშვილის პოლიტიკური ვენდეტა და დედაქალაქის განვითარების გეგმები ბუნდოვანს ხდის ქართულ პოლიტიკას“

ამავე თავში ნახსენებია პოლონეთის, სერბეთის, მონტენეგროს, რუმინეთის, ყირგიზეთის და სომხეთის მაგალითები.

რეგიონი

ანგარიშის თანახმად, საკვლევ რეგიონში ოპოზიციურ პარტიებზე, პრესაზე და სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმები გახშირდა, ასევე იზრდება არალიბერალური პოლიტიკა, რაც ძირს უთხრის დემოკრატიის პრინციპებს.

„ერვოპაში არალიბერალური პოლიტიკა ნორმა ხდება“, ამბობს ორგანიზაციის პრეზიდნეტი მაიკლ აბრამოვიჩი.

აბრამოვიჩის თქმით, სამოქალაქო საზოგადოებაზე, ჟურნალისტებზე და პოლიტიკური ოპოზიციაზე მთავრობების მიერ მართული თავდასხმებით რუსეთი და ცენტრალური აზიის ქვეყნები ლიდერობდნენ, მაგრამ „ეს ტენდენცია იზრდება მთელს რეგიონში. ეს აღარ არის პრობლემა, რომელსაც ჩვენ რომელიმე ქვეყანას მივაწერთ. დემოკრატიის დასაცავად, ლიდერებმა სათანადოდ უნდა უპასუხონ დემოკრატიულ პრინციპებზე თავდასხმებს, განსაკუთრებით, როცა ეს მათ სიახლოვეს ხდება“.

მისი თქმით, იმას რაც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ხდება, მთლიანი ევროპისგან ვერ განვაცალკევებთ „არავინაა დაცული არალიბერალური იდეების ნორმად ქცევისგან“.

უკვე მეორედ რეკორდულად იკლო დემოკრატიის მაჩვენებელმა პოლონეთში, რასაც „ფრიდომ ჰაუსი“ მმართველი პარტიის მიერ სასამართლოზე მოპოვებული კონტროლით და საზოგადოებრივი მედიის პოლიტიზირებით ხსნის.

ბოლო 10 წლის მონაცემებით, ჯამში ყველაზე დიდი უკუსვლაა უნგრეთში, რომელიც 2004 წელს ევროკავსირის გაფართოების ეტაპზე დემოკრატიულად მიიჩნეოდა, დღეს კი გარდამავალს და ჰიბრიდულ რეჟიმებს სორისაა.

ანგარიშის მიხედვით, საუკეთესო წინსვლა აჩვენა ესტონეთმა, რომელიც ისედაც ანგარიშის ლიდერი იყო. ახალმა მთავრობამ მმართველობის პირველ წელს მოახერხა ეჩვენებინა ეროვნული ინსტიტუტების დამოუკიდებლობა და მედეგობა.

„მაშინ როცა დემოკრატიების უმრავლესობაში ცუდი ტენდენციებია, ესტონეთი გვახსენებს, რომ ლიბერალურ დემოკრატიას შეუძლია და აღწევს წარმატებას“, ამბობ კვლევების დირექტორი ნეით შენქენი. „მაშინაც კი, როცა ქვეყანას აქვს უცხოური ოკუპაციის ისტორია, ეთნიკური და რეგიონული უთანხმოებები, დემოკრატიული ეროვნული ინსტიტუტები ხალხს უკეთეს მმართველობას სთავაზობენ“.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG