ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩ პადინგტონი: დემოკრატიის შენარჩუნებისთვის მთავარი ოპოზიციის სიძლიერეა


 არჩ პადინგტონი
არჩ პადინგტონი

ფრიდომ ჰაუსმა კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც დემოკრატიის თანამედროვე გამოწვევებზე საუბრობს და აღწერს იმ მეთოდებს და ტაქტიკებს, რომელსაც ავტორიტარული რეჟიმები იყენებენ საკუთარი გავლენის და რეჟიმის ტიპის გასავრცელებლად მსოფლიოში.

კლევის ფოკუსში რუსეთი და ჩინეთია, როგორც თანამედროვე ავტორიტარიზმის ილუსტრაცია. ფრიდომ ჰაუსი კვლევაში საუბრობს ასევე რუსეთის პოლიტიკაზე რეგიონის ქვეყნების მიმართ და ამბობს, რომ "თანამედროვე ავტორიტარულ რეჟიმებს ეშინიათ ისეთი ცვლილებების, როგორიც საქართველოსა და უკრაინაში მოხდა 2000-იანი წლების დასაწყიში."

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს, უკრაინის და სერბეთის მაგალითი აჩვენებს, რომ სამოქალაქო საზოგადოება ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა წარმატებული ცვლილებების კუთხით. სწორედ ამიტომ, ავტორიტარული მმართველები ან რეჟიმები ავტორიტარული მისრაფებებით, ცდილობენ მის შეზღუდვას.

კვლევა ასევე საუბრობს რუსეთის მიერ მეზობლების წინააღმდეგ აგრესიაზე. ფრიდომ ჰაუსი ამბობს, რომ რუსეთის განგრძობითი ოკუპაცია კრემლს ეხმარება ჰქონდეს ბერკეტი ამ ქვეყნის მთავრობების (საქართველო, უკრაინა, მოლდოვა) წინააღმდეგ. მოსკოვს შეუძლია ნებისმიერ ეტაპზე მოახდინოს მოვლენების გამწვავება.

"საქართველოს შემთხვევაში, რუსეთი აგრძელებს თბილისში ხელისუფლებისთვის ხელის შეშლას უბრალოდ სასაზღვრო ღობის გადაადგილებით სამხრეთ რუსეთში, რომელიც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების რეგიონია", - ამბობს კვლევა.

ამერიკის ხმის კითხვაზე, თუ როგორ უნდა აიცილონ თავიდან რუსეთის მეზობელმა სახელმწიფოებმა თავისუფალი საზოგადოების რღვევა და გააგრძელონ დემოკრატიული გზა, ფრიდომ ჰაუსის კვლევის ავტორი არჩ პადინგტონი ძლიერი ოპოზიციის მნიშვნელობისკენ მიუთითებს.

"დღეს, დემოკრატიის ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს ლიდერის ან პარტიის მიერ საზოგადოების მთლიანი დომინაცია წარმოადგენს, რომლებიც ხელისუფლების სრული მონოპოლიზაციას ახდენენ. შემდეგ, ამას მოჰყვება ამ ძალაუფლების გამოყენებით დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ ბრძოლის გაჩაღება. ქვეყნიდან ქვეყნამდე, ავტორიტარების ხელისუფლებაში მოსვლა პოლიტიკური ოპოზიციის რღვევას მოჰყვა, რომელმაც კარი გაუხსნა ავტორიტარულ ლიდერებს რუსეთში, ვენესუელაში, უნგრეთში და თურქეთში. ქვეყანა მაშინაა საშიშროების წინაშე, როდესაც ერთიანი, ბრძოლისუნარიანი დემოკრატიული ოპოზიცია არ არსებობს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პარტიები იყვნენ ძლიერნი, გადალახონ შიდა განსხვავებები, უარი განაცხადონ კორუფციაზე და დარჩნენ დემოკრატიის პრინციპების დამცვლებად", - ამბობს პადინგტონი.

ფრიდომ ჰაუსის უკანასკნელი კვლევა შეგიძლიათ იხილოთ აქ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG