ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრამერი: საქართველოში ძალაუფლების კონსოლიდაცია შეშფოთების საფუძველს ქმნის


დევიდ კრამერი, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტი

უკვე მეთორმეტე წელია გლობალური თავისუფლების მაჩვენებელი უკან იხევს - ასეთია საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია “ფრიდომ ჰაუსის” დასკვნა. ორგანიზაციამ თავისუფლების ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ 2017 წელს დემოკრატიის კუთხით მსოფლიოს მასშტაბით უკუსვლაა.​ ანგარიშში საქართველოზეც იყო საუბარი. ანგარიშის შედეგებზე "ამერიკის ხმა" დევიდ კრამერს ესაუბრა, რომელიც 2010-2014 წლებში "ფრიდომ ჰაუსის" პრეზიდენტი იყო. ​

ორგანიზაციამ “ფრიდომ ჰაუსი” ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა “თავისუფლება მსოფლიოში 2018,” სადაც აცხადებს, რომ მსოფლიოში თავისუფლების ხარისხი შემცირდა. ეს მოულოდნელი შედეგი, ალბათ, არ არის. თქვენ რას ფიქრობთ ამ ანგარიშზე?

როგორც თქვენ თქვით, ანგარიშის შედეგი გასაკვირი არ არის. უკვე მე-12 წელია პოლიტიკური უფლებები და საზოგადოებრივი თავისუფლებები მთელი მსოფლიოს მასშტაბით კლებულობს.

წლევანდელი ანგარიში, განსაკუთრებით, შეერთებულ შტატებს აკრიტიკებს. ამერიკამ მსოფლიოში ადამიანის უფლებების ერთ-ერთ ყველაზე მტკიცე დამცველის როლი შეასუსტა და ამასთან შეწყვიტა იყოს მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის. ვფიქრობ, ეს შეშფოთების ლეგიტიმური მიზეზია. ამის გამო, ისეთი ავტორიტარული ქვეყნები, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი, პოზიციებს იმტკიცებენ და იერიშზე გადმოდიან.

თქვენი აზრით, ამერიკაში თავისუფლების შემცირების შეხედულების გაჩენას სხვა ქვეყნებზეც აქვს გავლენა?

ჩემი აზრით, ქვეყანა ერთ ადგილზეა გაჩერებული და რთული სათქმელია საით მიდის. კიდევ გავიმეორებ, რომ ადგილობრივ არჩევნებზე ქართულმა ოცნებამ ძალაუფლების კონსოლიდაცია მოახდინა მხოლოდ იმისთვის, რომ ეს ძალაუფლება ჰქონდეს.
დევიდ კრამერი

ამაში ეჭვი არ მეპარება. “ფრიდომ ჰაუსი” ამბობს, რომ ამერიკაში თავისუფლების ხარისხი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში იზღუდება. მაგრამ 2017 წელს ამ მხრივ ყველაზე დიდი უკუსვლა დაფიქსირდა. ამ ყველაფერს კი ის იწვევს, რომ ამერიკის მთავრობა თავს ესხმის ადამიანებს, რომლებიც ადმინისტრაციის საქმიანობაზე ინფორმაციას ავრცელებენ; დაფიქსირდა ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტები; იყო შემთხვევები, როცა საზოგადოება პოლიციის მხრიდან ძალადობას აპროტესტებდა - განსაკუთრებით ფერადკანიანი ადამიანების წინააღმდეგ. ეს პრობლემები წლების მანძილზე ყალიბდებოდა.

ამასთან, ტრამპის ადმინისტრაცია სერიოზულად არ იღებს იმას, რომ რუსეთი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია. თავად პრეზიდენტი არაერთხელ დაესხა თავს დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს. ამ ყველაფერის გავლენა ამერიკის მიღმა ბევრ ქვეყანაში იგრძნობა.

ანგარიში ამბობს, რომ ამ ფონზე რუსეთი და ჩინეთი ანტი-დემოკრატიული გავლენის განმტკიცებას ცდილობენ. თქვენი აზრით, კონკრეტულად რას აკეთებს რუსეთი? როგორ ავრცელებს ამ გავლენას?

პირველ რიგში ამას სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევით აკეთებს. არჩევნების გარდა იყო არაერთი შემთხვევა, როცა რუსეთი ბოტებისა და ტროლების გამოყენებით მტკივნეულ სოციალურ თემებში ჩაერია სხვადასხვა ქვეყნებში, მაგალითად, ამერიკაში თეთრკანიანთა უპირატესობის მოძრაობის გაძლიერებაში. ამ ყველაფერს კი კრემლი “RT”-სა (ყოფილი რაშა თუდეი) და "სპუტნიკის" გაძლიერებით აღწევს, რასაც მეორეს მხრივ სამხედრო ძალა ერთვის.

რუსეთი დღესაც აწარმოებს სამხერდო აგრესიას უკრაინის წინაღმდეგ, საქართველოში სისტემატურად ვხედავთ მცოცავ ოკუპაციას - განსაკუთრებით სამხრეთ ოსეთის რეგიონში. ასე რომ, რუსეთი რბილ ძალასთან ერთად სამხედრო ძალასაც იყენებს და ხშირად, ამ ორი მეთოდის ერთმანეთისგან გაცალკევება შეუძლებელია. რუსეთი, ბატონი პუტინის მმართველობის ქვეშ, დემოკტარიული სისეტმების დელეგიტიმაციას ეწევა. ვფიქრობ, პუტინის რეჟიმი აღარ ცდილობს რუსეთის იმიჯის გაზრდას, არამედ პირიქით, ცდილობს ყველა სხვა ქვეყანა საკუთარ დონემდე დაამდაბლოს. ამ ძალისხმევას გარკვეული შედეგი უკვე აქვს.

ვფიქრობ, “ფრიდომ ჰაუსის” მიერ მუხთარლის საქმის ანგარიშში შეყვანა სწორი გადაწყვეტილება იყო. მსგავსი შემთხვევა უკრაინაშიც მოხდა. ეს შემთხვევები იმაზე მიუთითებს, რომ აზერბაიჯანის ავტორიტარული სახელმწიფო აქტივისტების გადაცემის მოთხოვნით საქართველოს და უკრაინას ზეწოლის ქვეშ აქცევს. საქართველოს და უკრაინის მთავრობებმა ეს უნდა გააცნობიერონ, რადგან საბოლოო ჯამში, ეს ორივე ქვეყანაზე უარყოფითად აისახება.
დევიდ კრამერი

როგორ აფასებთ თავისუფლების ხარისხის მხრივ ვითარებას საქართვეოში?

საქართველოში, განსაკუთრებით ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, შეშფოთების მიზეზი "ქართული ოცნების" მიერ ძალაუფლების კონსოლიდაციის მცდელობაა. თუმცა ჩემთვის გაუგებარია რისი გაკეთება სურს "ქართულ ოცნებას" ამ გაზრდილი ძალაუფლებით. მთავარი პრობლემა ისაა, რომ საკუთარი ძალის გაზრდით, მმართველი პარტია ოპოზიციისთვის ყოველგვარ შესაძლებლობას ზღუდავს რომ მათ მომავალში არჩევნებით, მშვიდობიანი გზით ხელისუფლებაში დაბრუნება შეძლონ.​

“ფრიდომ ჰაუსის” ანგარიში საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებებზე მიუთითებს და იმას ასკვნის, რაც თქვენ თქვით - "ქართული ოცნება" ახლო მომავალში საკუთარი მმართველობის განმტკიცებისთვის იბრძვის. თქვენ რას ფიქრობთ საკონსტიტუციო ცვლილებებზე?

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშივილი ამ ცვლილებების წინააღმდეგი იყო. "ქართულ ოცნებაში" კი ვფიქრობ, ერთი კონკრეტული ადამიანი - ბიძინა ივანიშვილი - ყველაზე მეტად იყო დაინტერესებული ამ ცვლილებებით. მე იმ შეშფოთებას ვიზიარებ, რომელიც არა მხოლოდ "ფრიდომ ჰაუსმა", არამდედ ბევრმა სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივმა ორგანიზაციამ გამოხატა. ვფიქრობ ქართულმა საზოგადოებამ ამ საკითხს თვალი ყურადღებით უნდა ადევნოს.

კიდევ ერთი თემა, რომელიც ანგარიშშია ნახსენები აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქართველოდან სავარაუდო გატაცებას და აზერბაიჯანში ჩაყვანას ეხება. რა მნიშვნელობას ანიჭბთ ასეთ მასშტაბურ ანგარიშში მუხთარლის საქმის ხსენებას? რა გაკვეთლი შეიძლება ისწავლოს საქართველომ ამ შემთხვევისგან?

ვფიქრობ, “ფრიდომ ჰაუსის” მიერ მუხთარლის საქმის ანგარიშში შეყვანა სწორი გადაწყვეტილება იყო. მსგავსი შემთხვევა უკრაინაშიც მოხდა. ეს შემთხვევები იმაზე მიუთითებს, რომ აზერბაიჯანის ავტორიტარული სახელმწიფო აქტივისტების გადაცემის მოთხოვნით საქართველოს და უკრაინას ზეწოლის ქვეშ აქცევს. საქართველოს და უკრაინის მთავრობებმა ეს უნდა გააცნობიერონ, რადგან საბოლოო ჯამში, ეს ორივე ქვეყანაზე უარყოფითად აისახება.

თქვენ წლების განმავლობაში არაერთი ასეთი ანგარიში შეგისწავლიათ და ერთი პერიოდი თავადაც კი ხელმძღვანელობდით მის წერას. როგორ ფიქრობთ, მთავრობები “ფრიდომ ჰაუსის” ანგარიშებს სერიოზულად აღქვამენ? ცდილობენ თუ არა უარყოფითი შეფასების გამოსწორებას მომდევნო წლებისთვის?

2010-2014 წლებში, როცა მე “ფრიდომ ჰაუსში” ვმუშაობდი, თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ მთავრობები ამ ანგარიშს ძალიან სერიოზულად აღქვამდნენ. "ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია" (MCC) ჩვენი ანგარიშების შედეგების გათვალისწინებით საზღვრავდა იმას, აკმაყოფილებდა თუ არა ქვეყანა კრიტერიუმებს გრანტის მისაღებად. შესაბამისად, მთავრობები ცდილობდნენ მომდევნო წელს უფრო დადებითი შეფასება მიეღოთ იმისთვის, რომ MCC-ის გრანტების მიღება გაეგრძელებინათ.

ანგარიშის გამოსვლასთან ერთად ორგანიზაციის მიმართ ხშირად ისმოდა კრიტიკა, რომ ანგარიშის ავტორებს არ ესმით ადგილობრივი ვითარება, რომ ორგანიზაცია მიკერძოებულია და ასე შემდეგ. თუმცა, ყველა ორგანიზაცია, რომელიც მსგავს ანგარიშებს აქვეყნებს, მსგავსი კრიტიკისთვის მზად უნდა იყოს.

ერთ-ერთი ასეთ ორგანიზაცია ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტია (NDI). გუშინ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ მოსახლეობის 39% მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართლებით ვითარდება. ასეთი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ორგანიზაციები კრიტიკის დიდი ტალღის სამიზნე ხდება.

რა თქმა უნდა. გაცილებით მარტივია გააკრიტიკო ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა “ფრიდომ ჰაუსი,” ეროვნულ სემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), ვიდრე დაფიქრდე იმაზე, თუ რა არის ამ დასკვნების გამომწვევი მიზეზი და მათ გამოსწორებაზე იმუშაო.

თქვენ როგორ ფიქრობთ, საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება? თუ არა, მაშინ რისი გაკეთებაა საჭრო ვითარების გამოსასწორებლად?

2017 წელს საქართველოში სამჯერ ვიყავი. ჩემი აზრით, ქვეყანა ერთ ადგილზეა გაჩერებული და რთული სათქმელია საით მიდის. კიდევ გავიმეორებ, რომ ადგილობრივ არჩევნებზე "ქართულმა ოცნებამ" ძალაუფლების კონსოლიდაცია მოახდინა მხოლოდ იმისთვის, რომ ეს ძალაუფლება ჰქონდეს.

ვფიქრობ, ქვეყანა ჯერ ისევ სწორ გზას ადგას, მაგრამ პროგრესი ცოტა შენელდა. ქვეყანას სჭირდება დაინახოს, რომ ყველა პოლიტიკური ძალის წამომადგენელი ერთ საკითხზე თანხმდება - რომ საქართველო ევრო-ატლანტიკურ თანამეგობრობაში გაწევრიანებისკენ განუხრელად მიიწევს. ასეთი განცხადების გაკეთება ევროკავშირსა და ნატოზე ეთგვარ ზეწოლას მოახდნს, რომ საქართველოსთვის წევრობის შესაძლებლობა დღის წესრიგიდან არ მოიხსნას და რომ მათ გააგრძელონ საქართველოს დახმარება რეფორმების გატარების პროცესში.

თუ საქართველოში დემოკრატიის თვალსაზრისით უკუსვლაა, ნატოს და ევროკავშირს უკან დახევის საშუალება მიეცემათ. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ საქართველოს ვალდებულებაა, რომ დასავლურ ორგანიზაციებზე ზეწოლა გააგრძელოს.

საქართველო გეოგრაფიულად ძალიან რთულ პოზიციაშია და ამას ვერავინ შეცვლის. შესაბამისად, ქვეყანას დასავლეთის დახმარება სჭირდება რუსეთის ზეწოლისთვის თავის გასართმევად, საზღვრის გადატანის შესაჩერებლად და სხვა.

წარმატების მისაღწევად საქართველოს დასავლეთი სჭირდება, ხოლო წარმატებული საქართველო - რაც სავსებით შესაძლებელია - შედის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის და შეერთებული შტატების ინტერესებში.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG