ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნეთანიაჰუ კოალიციის შექმნას ვერ ახერხებს


კოალიციის ჩამოყალიბებამდე ცოტა დრო დარჩა. პროცესი მარტის დასაწყისში უნდა დასრულდეს.

ისრაელის პრემიერ მინისტრის მიერ კოალიციის შექმნის ძალისხმევა ნელი ტემპით მიმდინარეობს. სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ახალი არჩევნები დაინიშნოს სულ უფრო ხშირად ისმის.

ნეთანიაჰუს მემარჯვენე ლიხუდის პარტიამ არჩევნებში ყველაზე მეტი, 31 ადგილი მოიპოვა, თუმცა 122 ადგილიან პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად ეს ძალზედ მწირი შედეგია.

ნეთანიაჰუს კოალიციის ჩამოყალიბებამდე ცოტა დრო დარჩა, კერძოდ პროცესი მარტის დასაწყისში უნდა დასრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეზიდენტი შიმონ პერესი ამ სამუშაოს სხვა პარტიის ლიდერს გადააბარებს.

თუ მთავრობა ამ შემთხვევაშიც ვერ ჩამოყალიბდა, მაშინ ისრაელის მოქალაქეებს საარჩევნო ყუთებთან ხელახლა მოუწევთ მისვლა.
XS
SM
MD
LG