საუდის არაბეთის წმიდა ქალაქ მინაში დღეს ათასობით მომლოცველმა სპეციალურ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. თითოეულმა პილიგრიმმა 21 ქვა გადაისროლა მეჩეთის სვეტების მიღმა. ამის შემდეგ, მომლოცველები მექაში ჩადიან და კააბას-ისლამის ყველაზე წმიდა რელიქვიას- წრეს დაარტყამენ.
საუდის არაბეთის ხელისუფლების განცხადებით, წელს ჰაჯის დღესასწაულში ორნახევარმა მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
პაკისტანის ჩრდილოაღმოსავლეთ რაიონში მდებარე ქალაქ სვაბში, თვითმკვლელმა ტერორისტმა აფეთქება განახორციელა. ინციდენტის შედეგად მუნიციპალიტეტის ყოფილი თანამშრომელი და მისი პირადი დაცვის წევრი დაიღუპნენ.
დაშავდა 9 ადამიანი. ოფიციალური ცნობებით, თავდამსხმელი ყოფილი საჯარო მოხელის ჰანიფ ხანი ჯადუნის მანქანა ამოიღო მიზანში დილის ლოცვების შემდეგ.
ჯადუნი ქალაქ სვაბის ერთერთი მაღალჩინოსანი იყო, და იმავდროულად ავამის ნაციონალური პარტიის-პაშტური ნაციონალისტური პარტიის გავლენიანი წევრი.