ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მუმბაის ტერაქტის ორგანიზატორი დააკავეს


აბუ ჰამზა 21 ივნისს ინდოეთში ჩასვლისთანავე დააკავეს

ინდოეთის ოფიციალური პირების განცხადებით, პოლიციამ 2008 წლის მუმბაის ტერაქტის ერთ-ერთი კოორდინატორი დააპატიმრა. როგორც ოფიციალური პირები იტყობინებიან, ინდოეთში დაბადებული საიდ ზაბიუდინი, რომელიც ასევე ცნობილია აბუ ჰამზას სახელით, 21 ივნისს ინდოეთში ჩასვლისთანავე დააკავეს. აბუ ჰამზა ინდოეთში ახლო აღმოსავლეთიდან დაბრუნდა. ეს უკანასკნელი პაკისტანში მოქმედი დაჯგუფების, ლაშქარ-ი-თაიბას აქტიური წევრია. თავდასხმის დროს ის პაკისტანში იმყოდებოდა და ტელეფონის საშუალებით თავდამსხმელებს მითითებებს აძლევდა. მუმბაიში ტერორისტულ აქტს 166 ადამიანი შეეწირა.
XS
SM
MD
LG