ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„სამართლიანობის გასამრჯელო“


ამერიკა 2008 წელს მუმბაის ტერორისტულ აქტში ეჭვმიტანილის შესახებ ინფორმაციაში 10 მილიონ დოლარს გადაიხდის.

ასეთია შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მორიგი ე.წ. „სამართლიანობის გასამრჯელოს“ შესახებ. თანხის რაოდენობის მიხედვით ჯილდო ამერიკის ისტორიაში მეორე ადგილს იკავებს. საუბარია ჰაფიზ მუჰამედ საიდის დაპატიმრებაზე, რომელიც პაკისტანში დაფუძნებული „ლაშქარ-ი-თაიბას“ ტერორისტული დაჯგუფების ერთ-ერთი დამაარსებელია.

2008 წლის ნოემბერში ინდოეთის ქალაქ მუმბაიში მომხდარ ტერორისტულ აქტს 166 ადამიანი შეეწირა. მათ შორის 6 ამერიკის მოქალაქე გახლდათ. ინციდენტის შემდეგ პაკისტანის ხელისუფლებას ეჭვმიტანილი 6 თვის მანძილზე შიდა პატიმრობაში ჰყავდა. არასაკმარისი მტკიცებულების საფუძველზე მუჰამედ საიდს ბრალეულობა მოუხსნეს და გაათავისუფლეს.

XS
SM
MD
LG