ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰოსნი მუბარაქის სასამართლო პროცესი


მოსამართლემ საკუთარ თავს მისცა აცილება და ვერ შეძლო სასამართლოს წარმართვა

ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაქის სასამართლო პროცესი გადაიდო, რადგან მოსამართლემ საკუთარ თავს მისცა აცილება და ვერ შეძლო სასამართლოს წარმართვა.
84 წლის მუბარაქი ქაიროს სასამართლოში ავადმყოფის ლოგინზე მიჯაჭვული მიიყვანეს. ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტს რევოლუციის დროს ასობით ადამიანის მკვლელობის ორგანიზაციაში ედება ბრალი.
მუბარაკთან ერთად მისი ვაჟების წინააღმდეგაც არის სისხლის სამართლის საქმეები აღძრული. გამალა და ალაა მუბარაქებს კორუფციაში ედებათ ბრალი.
XS
SM
MD
LG