ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მუბარაქს ხელახლა გაასამართლებენ


სასამართლოს დადგენილებით, ექსპრეზიდენტის საქმეზე ახალი პროცესი უნდა გაიმართოს

ეგვიპტის სასამართლომ დამხობილი პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაქის საქმეზე ხელახალი პროცესი დანიშნა. როგორც ცნობილია, მუბარაქს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.

დღევანდელი გადაწყვეტილებით კი, 84 წლის ექსპრეზიდენტის საკითხზე ახალი სასამართლო მოსმენა დაინიშნება. მას ბრალი ედება იმ ბრძანების გაცემაში, რის შედეგადაც 2011 წლის სახალხო გამოსვლების დროს ასობით დემონსტრანტი მოკლეს. ასევე ახალი სასამართლო პროცესი გაიმართება მუბარაქის მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრის საქმეზე, რომელსაც ასევე სამუდამო პატიმრობა ქვს მისჯილი.
XS
SM
MD
LG