ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტის სასამართლომ პრეზიდენტს მოთხოვნა წაუყენა


სააპელაციო სასამართლომ ეგვიპტის იუსტიციის მინისტრს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე აღდგენა მოსთხოვა

ეგვიპტის სააპელაციო სასამართლომ პრეზიდენტ მოჰამედ მორსის გადაწყვეტილება გააუქმა, რომლის თანახმად ქვეყნის პირველმა პირმა მთავარი პროკურორი თანამდებობიდან გადააყენა.

სააპელაციო სასამართლომ დღეს ეგვიპტის იუსტიციის მინისტრს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე აღდგენა მოსთხოვა.

პრეზიდენტმა მორსიმ ნოემბერში სპეციალური საპრეზიდენტო გადაწყვეტილებით მთავარი პროკურორი აბდელ მაჰიდ მაჰმუდი დაითხოვა და ამ თანამდებობაზე თალათ აბდულა დანიშნა. უფრო ადრე, სასამართლომ პრეზიდენტის მცდელობა დაბლოკა აღნიშნული გადაწყვეტილების განსახორციელებლად.

მაჰმუდს ეს თანამდებობა წლებია ეკავა და ის ჰოსნი მუბარაქის კადრია. კრიტიკოსებს მისთვის ბრალი არაერთხელ წაუყენებიათ დემონსტრანტთა მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მუბარაკის კადრების მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის გამო.
XS
SM
MD
LG