ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეირანი მოსკოვს მკაცრად აკრიტიკებს


თეირანი მოსკოვს მკაცრად აკრიტიკებს
თეირანი მოსკოვს მკაცრად აკრიტიკებს

ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი რუსეთის ხელისუფლებას მკაცრად აკრიტიკებს საჰაერო თავდაცვითი სისტემის მიყიდვის გარიგების გაუქმებისთვის.

აჰმადინეჟადმა განაცხადა, რომ ის რუსეთი სატანას სექტემბერში მიეცა, როცა თეირანთან დადებული ხელშეკრულება ცალმხრივად გააუქმა.

რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ირანისთვის S-300 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიყიდვა აკრძალა. მან მიზეზად გაეროს მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გამოიყენა.

ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ თეირანი ხელშეკრულებას ვარგისად მიიჩნევს და პირობების დარღვევის გამო რუსეთს ჯარიმას დააკისრებს. მოსკოვი კი აცხადებს, რომ თეირანს მხოლოდ წინასწარ გადახდილ თანხას აუნაზღაურებს.

XS
SM
MD
LG