ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის ოპოზიცია მოსკოვში დელეგაციას აგზავნის


რუსეთმა შესაძლოა ასადის მთავრობის მხარდაჭერა შეწყვიტოს

სირიის წამყვანი ოპოზიციური კოალიცია მოსკოვში მაღალი დონის დელეგაციის გასაგზავნად ემზადება. ამ ფონზე რუსეთი, პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადისგან დისტანცირების ნაბიჯებს დგამს.

სირიის ეროვნული საბჭო ქვეყნიდან დევნილი ოპოზიციური ჯგუფია, რომელიც ოთხშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიწვევით მოსკოვს ესტუმრება.

წარსულში რუსეთმა მრავალჯერ დაბლოკა საერთაშორისო ძალების ჩარევის მცდელობა სირიის 17 თვიანი სისხლისღვრის შესაწყვეტად. მოსკოვმა მრავლაჯერ დაიცვა ასადის მთავრობა კრიტიკისგან. მაგრამ, უკანასკნელ დროს, კრემლი ცდილობს კონტაქტები დაამყაროს და ასადის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ოპოზიციურ ძალებში გავლენა მოიპოვოს.
XS
SM
MD
LG