ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოფი ანანი ირანში ჩავიდა


მთავარი თემა სირიის საკითხია

სირიის საკითხებში გაეროს საგანგებო დესპანი კოფი ანანი აცხადებს, რომ კრიზისის მოუგვარებლობას შესაძლოა წარმოუდგენელი შედეგები მოყვეს. ამის შესახებ მან დღეს თეირანში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ალი აქბარ სალეჰთან შეხვედრის დროს განაცხადა. ირანთან მოლაპარაკება კოფი ანანის სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს. ირანი რეგიონში სირიის უახლოეს მოკავშირედ განიხილება. კოფი ანანის განცხადებით, ირანული მთავრობა თანამშრომლობით პასუხობს მის ძალისხმევას და ის თეირანთან მუშაობას გააგრძელებს.

„თუკი არ გამოვიჩენთ რეალურ ძალისხმევას ამ საკითხის მშვიდობიანად გადასაჭრელად, ამან შესაძლოა ისეთ შედეგებამდე მიგვიყვანოს, რასაც ვერც კი წარმოვიდგენთ,“ - განაცხადა კოფი ანანმა.
XS
SM
MD
LG