ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

4 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს რუსეთში ომის საწინააღმდეგო აქციებზე


რუსეთის პოლიცია აკავებს უკრაინაში ომის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებზე გამოსულ ადამიანებს. სანქტ-პეტერბურგი, 2 მარტი, 2022წ.

რუსეთის 56 ქალაქში პოლიციამ კვირას სულ ცოტა, 4 366 ადამიანი დააკავა. ისინი უკრაინაში დაწყებულ ომს აპროტესტებდნენ. ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს, დამოუკიდებელ ორგანიზაცია OVD-ზე დაყრდნობით, რომელიც რუსეთში მიმდინარე აქციებს აკვირდება.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოების მიხედვით, ათასობით რუსეთის მოქალაქე სკანდირებს: "არა ომს", "სირცხვილი თქვენ"! ზოგ ვიდეოში ჩანს, როგორ ცემენ და აკავებენ სამართალდამცავები ეკატერინბურგში გამოსულ აქტივისტებს. "როიტერი" აცხადებს, რომ დამოუკიდებელი წყაროებით ამ ვიდეოების და ფოტომასალის სარწმუნოობის გადამოწმება ვერ შეძლო.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ პოლიციამ 3 500-მდე ადამიანი დააკავა. აქედან 1 700 მოსკოვშია აყვანილი, 750 სანქტ-პეტერბურგში დააკავეს, დანარჩენი კი - სხვა ქალაქებში. სამინისტროს განცხადებითვე, ანტისამთავრობო დემონსტრაციებში სულ 5 200-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG