ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მხოლოდ ნიუ-იორკში კოვიდ19-ით 10 000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული


ნიუ-იორკში კოვიდ19-ით დაღუპულ ადამიანთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა. განცხადება ამის შესახებ ცოტა ხნის წინ შტატის გუბერნატორმა გააკეთა.

კუომო ამბობს, რომ შემცირებულია იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელებსაც კოვიდ19 დაუდგინთად და მკურნალობას საავადმყოფოში საჭიროებდნენ. ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორის განცხადებით დაახლოებით 20 000 ადამიანი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, თუმცა მათი რაოდენობა მკვეთრად აღარ იზრდება.

"ცუდი ამბავია, მხოლოდ აღდგომის დრეს, ამ ჩემთვის უდიდეს რელიგიურ დღესასწაულზე 671 ადამიანი დაიღუპა. ეს გაცილებით მტკივნეულია ჩემთვის, როგორც რელიგიური ადამიანისთვის. თუმცა როგორც ხედავთ გასულ კვირის მონაცემებთან შედარებით გაცილებით ნაკლები ადამიანი დავკარგეთ ერთ დღეში,"- განაცხადა ნიუ-იორკის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე.

სულ ამერიკის შეერთებულ შტატებში 558,999 ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი, დაღუპულთა რაოდენობამ კი 22,000 გადააჭარბა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG