ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

17 000-ზე მეტი დაღუპული - ესპანეთი მკაცრ შეზღუდვებს ამცირებს


ახალი კორონავირუსის გამო, ესპანეთში დაღუპული ადამიანების რაოდენობამ 17 000 გადააჭარბა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ქვეყანაში მხოლოდ კვირას 12 აპრილს კორონავირუსით 517 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთ დღეში დაინფიცირებულთა რაოდენობა დაახლოებით 4 000-ით გაიზარდა.

მიუხედავად ამისა, დღეიდან ესპანეთში მკაცრი შეზღუდვები შემსუბუქდა. სამუშაოებს დაუბრუნდნენ მშენებლები და სხვადასხვა წარმოებაზე დასაქმებული ადამიანები. რესტორნები ბარები და სხვა მასობრივი თავშეყრის ადგილები კვლავ დახურული რჩება მინიმუმ 26 აპრილამდე.

იმ პირებს, რომლებსაც მიეცათ უფლება სამსახურებს დაბრუნებოდნენ, ვალდებულება აქვთ, რომ გადაადგილების დროს ქალაქში პირბადე გამოიყენონ, რათა ვირუსის გავრცელების რისკი შემცირდეს, ამ მხრივ ვითარებას პოლიცია აკონტროლებს.

საგანგებო მდგომარეობის შემოღებამ ესპანეთს საშუალება მისცა შეემცირებინა დაღუპულთა რაოდენობა. ესპანეთის ხელისუფლება ამბობს, რომ პანდემიის პიკი ქვეყანამ გადაიარა.

ესპანეთის პრემიერ მინისტრმა პედრო სანჩესმა გუშინ განაცხადა, რომ შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად მიიღო.

„ჩვენ გამარჯვებისგან ჯერ კიდევ შორს ვართ, შორს ვართ იმ მომენტისგან, როცა ნორმალური ცხოვრება დაბრუნდება. ყველას გვინდა ქუჩებში გასვლა, მაგრამ ჩვენი სურვილი, რომ ეს ომი მოვიგოთ, უფრო ძლიერია“, ამბობს ესპანეთის პრემიერ-მინისტრი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG