ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიელთა ნაწილი ალ-ჰოლის ბანაკს ტოვებს


სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში ქურთების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ბანაკებისა და რეგიონში უსაფრთხოების ძალების დატვირთვის შესამსუბუქებლად, იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკებიდან მოსახლეობის გადაყვანა გრძელდება.

ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ სირიის ავტონომიურმა რესპუბლიკამ ორშაბათს განაცხადა, რომ 500-მდე ადამიანი, დაახლოებით 120 ოჯახი საკუთარი სახლებისკენ, დიერ ელ-ზურისკენ გაემართა. ოფიციალური პირების ცნობით, ოჯახებმა ბანაკი საკუთარი ნებით და შესაბამისი დოკუმენტაციის შევსების შემდეგ დატოვეს. მოგვიანებით კი მათ სხვა ოჯახების შეუერთდებიან.

ალ-ჰოლის ბანაკში 70 000-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ოჯახებმა ბანაკი მასობრივად ახლა უკვე მეორედ დატოვეს მას შემდეგ, რაც ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიის ავტონომიური რესპუბლიკა და სირიის დემოკრატიული საბჭო - სირიის დემოკრატიული ძალების სამოქალაქო დანაყოფის განცხადებით, ბანაკიდან ხალხის სრული გაყვანა იგეგმება. მათ შორის არიან ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ოჯახის წევრები და მხარდამჭერებიც.

პირველ ჯგუფში, რომელმაც ბანაკი დატოვა, 300-მდე ადამიანი იყო, ძირითადად ქალები და ბავშვები. ოფიციალური პირების მტკიცებით, მათ ძალადობასა და დანაშაულთან არანაირი კავშირი არ ჰქონიათ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG