ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოლდოვა რუსეთიდან ახალი ამბების ტრანსლირებას კრძალავს


მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტმა ახალი კანონი მიიღო, რომლის მიხედვითაც რუსეთიდან ახალი ამბების ტრანსლირება უნდა აიკრძალოს. კანონის მიზანია საინფორმაციო სივრცის უსაფრთხოება და ბრძოლა რუსეთიდან მომდინარე დეზინფორმაციასთან. ძალაში შესვლისთვის კანონს მხოლოდ პრეზიდენტ მაია სანდუს ხელმოწერა აკლია.

ტელეკომპანია „მოლდოვას“ ცნობით, კანონის საფუძველზე ქვეყანაში შეწყდება რუსული საინფორმაციო და ანალიტიკური გადაცემების მოლდოვაში ტრანსლირება. კანონი საშუალებას იძლევა ტრანსლირება მოხდეს ფილმებისა და გასართობის გადაცემების, რომლებიც არ შეიცავს პოლიტიკისა და საინფორმაციო შინაარსის რუბრიკებს.

პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, მოლდოვურ მედიას ეკრძალება ისეთი გადაცემების მომზადება, რომელიც ამართლებს სამხედრო აგრესიას, აღძრავს სიძულვილს ან უარყოფს ომის დანაშაულებს. კანონის დარღვევის შემთხვევაში მაუწყებელს მოუწევს ფულადი ჯარიმა გადაიხადოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG