ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოლდოვაში არჩევნებში პროდასავლურმა ძალამ გაიმარჯვა


მოლდოვაში არჩევანი გაკეთებულია. არა რუსეთს და კი დასავლეთს - ასეთია მოსახლეობის გადაწყვეტილება, ხალხის, რომელმაც საკუთარი არჩევანი 11 ივლისს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში დააფიქსირეს.

ამ დროისთვის მოლდოვაში უკვე დათვლილია არჩევნებში მონაწილე მოქალაქეების ხმების 99,26 პროცენტი. არსებული მონაცემებით კი არჩევნებში ხმათა უმრავლესობა 52,44 პროცენტი მოქმედი პრეზიდენტის მაია სუნდუს „მოქმედებისა და სოლიდარობის“ პარტიამ მიიღო.

მეორე ადგილზე კი არჩევნებში „კომუნისტებისა და სოციალისტების საარჩევო ბლოკი“ გავიდა. მათ ამომრჩეველთა 27,42 როცენტი აიღო. დანარჩენი პარტიები, საერთო ჯამში, 20 პროცენტს აგროვებენ.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ბლოკს „კომუნისტები და სოციალისტები“ კრემლის მიერ მხარდაჭერილი იგორ დოდონი უდგას სათავეში. ის მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტია.

მოლდოვაში ეს ისტორიული არჩევნები იყო, რადგან არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდა. ცესკოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ არჩევნები ქვეყანაში დარღვევების გარეშე წარიმართა, ხოლო ამომრჩეველთა აქტივობა 48,1% იყო. მოლდოვის პარლამენტი 101 დეპუტატისგან შედგება, მიღებული შედეგებით, პარლამენტს პროდასავლური ძალები გააკონტროლებენ.

მოლდოვაში ვადამდელი არჩევნების პოლიტიკურმა კრიზისმა გამოიწვია. ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი მაია სუნდუ ევროკავშირთან დაახლოების მომხრეა.

არჩევნებში სულ 20 პარტია, 2 საარჩევნო ბლოკი და ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი იღებდა მონაწილეობას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG