ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდოელი და პაკისტანელი პრემიერები ერთმანეთს ხვდებიან


ნავაზ შარიფი და ნავენდრა მოდი ( მარჯვნივ)
ნავაზ შარიფი და ნავენდრა მოდი ( მარჯვნივ)
ინდოეთის ახლადარჩეული პრემიერ მინისტრი ინდოელ ხალხს ძლიერი და სამართლიანი ქვეყნის აშენებას დაჰპირდა.

სანამ ათასობით ადამიანი პრეზიდენტის სასახლის წინ დელიში შეიკრიბებოდა პრეზიდენტმა პრანაბ მუხერემ დაადასტურა ნარენდრა მოდის ინდოეთის პრემიერ მინისტრად დანიშვნა.

ჩაის პლანტაციებში გაზრდილმა, 63 წლის პრემიერმა, მის „ბარატია ჯანატის პარტიასთან ( ბი-ჯი-პი)“ ერთად უპრეცედენტო გამარჯვება მოიპოვა არჩევნებში და მოსახლეობას სასწრაფო ცვლილებებს დაჰპირდა.

ფიცის დადების შემდეგ, პრემიერ მინისტრის ვებ გვერდზე ასეთი ტექსტი გამოქვეყნდა: „მოგვეცით უფლება ვიოცნებოთ ძლიერ, განვითარებულ ინდოეთზე, რომელიც აქტიურად ითანამშრომლებს დანარჩენ მსოფლიოსთან და გააძლიერებს მშვიდობას მსოფლიოში.”

„ბი-ჯი-პი“ პარტიის ლიდერის პოლიტიკური კურსი თავიდანვე გამოიკვეთა, როდესაც სამხრეთ აზიის ლიდერები ინაუგურაციას შეუერთდნენ.

ყველაზე მნიშვნელოვანი ლიდერი პაკისტანის პრემიერ მინისტრი ნავაზ შარიფი გახლდათ, რომელმაც განაცხადა, რომ ინდოეთში მშვიდობიანი თანამშრომლობისთვის დასამყარებლადაა ჩასული.

მან „ენდიტივის“-თან საუბარში განაცხადა, რომ მანდატი, რომელიც ამ ორი ლიდერის ხელშია, მომავალი ორმხრივი ურთიერთობების დალაგების კარგი წინაპირობაა.

ინაუგურაციის ცერემონიას შრი ლანკის, ავღანეთის, ნეპალის, ბჰუტანის, მალდივების, მავრიტანიის ლიდერები და ბანგლადეშის პარლამენტის თავმჯრომარე დაესწრნენ. ინდოელმა ჟურნალისტებმა ამ მოვლენას „სამხრეთ აზიის შეკრება“ უწოდეს.

ინდოეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლალიტ მანსიგმა განაცხადა, რომ ბატონი მოდის შეხედულებები სამხრეთ აზიაზე, განსაკუთრებით პაკისტანზე, შესაძლოა დიდი წინგადადგმული ნაბიჯია ინდოეთთან თანამშრომლობის დამყარებისთვის.

მანსიგი:
„მისტერ მოდი აანალიზებს, რომ მიუხედავად მისი ამბიციებისა ინდოეთის ეკონომიკის გაზრდასთან დაკავშირებით, მას ბევრის დათმობა მოუწევს მშვიდობიანი სამეზობლოს შექმნისთვის. ეს კი ასევე მშვიდობიან გარემოს შექმნის რათა მომავალში ინდოეთის ეკონომიკა გაიზარდოს”.

მოდიმ ასევე გადაწყვიტა 77-დან 44-მდე შეამციროს მინისტრების რაოდენობა და უფრო ეფექტურად იმუშაოს შემცირებული ადმინისტრაციით.
თავის კამპანიაში მოდი ამბობს, „მინიმალური მთავრობა, მაქსიმალური მართვა“. ამ ფონზე, ბევრი მინისტრი ერთმანეთთან თანამშრობლობას გეგმავს მეტი პროდუქტიულობის მისაღწევად.

დამოუკიდებელმა, პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა, ნეერჯა ჩოვდუჰურიმ განაცხადა, რომ მოდი ხალხს მიზანდასახულ განვითარებას დაჰპირდა.

ჩოვდუჰური:
„მას მიზანდასახული მთავრობა სჭირდება. სწრაფი გადაწყვეტილების მიმღები. მისი მთავარი ამოცანაა ყოველთვის შეინარჩუნოს მის მოწინააღმდეგეებთან თანამშრომლობა, რაც ვერასოდეს ხერხდებოდა."

ყველაზე კრიტიკული პაკისტანის ლიდერთან შეხვედრა იყო. პაკისტანსა და ინდოეთს შორის უკვე ორი წელია არანაირი ოფიციალური შეხვედრა არ შემდგარა, მაგრამ თანამშრომლობის იმედები გაჩნდა ახალი პრემიერის არჩევის შემდეგ. ინდოეთმა და პაკისტანმა, ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, უკვე სამი ომი გამართეს ერთმანეთის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG