ინდოეთის ოპოზიციური პარტია ბჰარატია ჯანატას კანდიდატი ნარენდრა მოდი, სავარაუდოდ, ინდოეთის მომავალი პერმიერ მინსტრი გახდება. მისმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.
ინდოეთის მმართველმა კონგრესის პარტიამ, რომელიც ქვეყანას სათავეში უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ედგა, არჩევნებში დამარცხება აღიარა. პარტიის რეპუტაციას დიდი დარტყმა მიადგა ბოლო დროს რამდენიმე გახმაურებული მაღალი დონის კორუფციის საქმის, ინფლაციის მაღალი მაჩვენებლისა და შენელებული ეკონომიკური განვითარების გამო.
ინდოეთში ხუთი კვირის განმავლობაში მიმდინარე არჩევნები ორშაბათს დასრულდა. ექსიტ პოლების თანახმად, ოპოზიციურმა პარტიამ ასეთი დიდი უპირატესობით უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში პირველად გაიმარჯვა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბჰარატია ჯანატას მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტება შექმნა კოალიციური მთავრობის შექმნის გარეშე შეეძლება.
ინდოეთის საარჩევნო კომისიის განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობა ქვეყანაში დარეგისტრირებული 815 მილიონი ამომრჩევლის 66-მა პროცენტმა მიიღო.