ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰოლივუდი და უმაღლესი ტექნოლოგიები


მობილური ტელეფონებისთვის ახალი თამაშების აპლიკაციები იქმნება

მობილური ტელეფონები და ტაბლეტ-კომპიუტერები თანამედროვე ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცა. იმისთვის, რომ მობილური ტელეფონები უფრო მეტად საინტერესო გახდეს, სპეციალისტებმა ახალი აპლიკაციების შექმნისთვის, ჰოლივუდის მსახიობები დაიხმარეს.

უახლოეს მომავალში ახლადშექმნილი კომპანია "მუნშარქი" გამოუშვებს მობილური ტელეფონის თამაშის აპლიკაციას, რომელიც დაგეხმარებათ თითის მოძრაობით ჯენიფერ ლოპესის ვირტუალური გამოსახულება ააცეკვოთ.

ჯენიფერ ლოპესი დათანხმდა "მუნშარქის" შემოთავაზებას და სტუდიაში ცეკვის კონსულტაციებს გადის. კომპანია ასევე მუშაობს ცნობილ რეჟისორთან ჯონ ვუსთან, რომელთანაც ერთად სათავგადასავლო თამაშის აპლიკაციის შემქნას აპირებს.
XS
SM
MD
LG