ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტიმ კუკმა ჰებეის პროვინციაში მდებარე „ფოქსიკონის“ საწარმოთა ქსელი გულდასმით დაათვალიერა.

ტექნო-გიგანტის, „ეფლის“ აღმასრულებელი დირექტორი ჩინეთს ეწვია და ის საწარმოები მოინახულა, სადაც სახელგანთქმულ „აიფოუნს“ და „აიფედს“ ამზადებენ.

კალიფორნიული კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით ტიმ კუკმა, რომელმაც თანამდებობაზე სახელგანთქმული სტივ ჯობსი შეცვალა, ჰებეის პროვინციაში მდებარე „ფოქსიკონის“ საწარმოთა ქსელი გულდასმით დაათვალიერა. ამ ტაივანურ კომპანიაში „ეფლის“ პროდუქციის უმეტესი ნაწილი მზადდება.

ტიმ კუკი ჩინეთში პირველად იმყოფება და ის მედიაში „ეფლის“ წინააღმდეგ აგორებული კამპანიის მიზეზებში გარკვევას გეგმავს. როგორც ცნობილია, „ფოქსიკონის“ მენეჯმენტს აუტანელი სამუშაო პირობების შექმნაში დებენ ბრალს. ამას გარდა „ეფლის“ საქმე სასამართლოში მეორე ტაივანური კომპანიის სარჩიელის გამო განიხილება, რომელიც „აიფედის“ სახელზე საავტორო უფლების მითვისებას აპროტესტებს.

XS
SM
MD
LG